|
2023-03-30 08:55:48, 1533 ნახვა
ომი უკრაინაში
ზელენსკი კიევ-პეჩერის ლავრაზე - დღეს გადაიდგა ნაბიჯი ჩვენი ქვეყნის სულიერი დამოუკიდებლობის განმტკიცებისკენ
დღეს გადაიდგა ნაბიჯი ჩვენი სახელმწიფოს სულიერი დამოუკიდებლობის გასაძლიერებლად, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. როგორც სახელმწიფოს მეთაურმა ტრადიციულ ვიდეომიმართვაში აღნიშნა, უკრაინა უდიდესი რელიგიური თავისუფლების ტერიტორიაა. "სრულმასშტაბიანი ომის განმავლობაში, უკრაინას არც ერთი კვირა არ დაუკარგავს - ჩვენ მუდმივად ვაძლიერებთ ჩვენს სახელმწიფოს, ჩვენს თავდაცვისა და უსაფრთხოების ძალებს. დღეს გადაიდგა ნაბიჯი ჩვენი სახელმწიფოს სულიერი დამოუკიდებლობის გასაძლიერებლად, რათა დავიცვათ ჩვენი საზოგადოება ძველი და ცინიკური მოსკოვური მანიპულაციისგან. უკრაინა არის უდიდესი რელიგიური თავისუფლების ტერიტორია ევროპის ჩვენს ნაწილში. ასე იყო 1991 წლიდან. ეს ყოველთვის ასე იქნება. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც ზრუნავს უკრაინაზე და ჩვენს მოქალაქეებზე! მადლობა ყველას, ვინც მხარს უჭერს უკრაინის ბრძოლას დამოუკიდებლობისთვის! დიდება ჩვენს მებრძოლებს! დიდება უკრაინას!" - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა. ცნობისთვის, მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ, კიევ-პეჩერის ლავრის უსასყიდლოდ გამოყენების შეთანხმების ვადის ამოწურვის შემდეგ, მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია ლავრიდან გასვლას არ აპირებს და გამოსახლების გადაწყვეტილებას ასაჩივრებს.
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)