|
2023-03-29 19:46:12, 1646 ნახვა
ომი უკრაინაში
გერმანია უკრაინას დამატებით 12 მლრდ ევროს ღირებულების სამხედრო დახმარების გადასცემს
გერმანიის მთავრობა უკრაინას დამატებით 12 მილიარდი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარების გადასცემს. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს. როგორც Reuters იუწყება, გერმანიის ბუნდესტაგის საბიუჯეტო კომიტეტმა თავდაცვისა და საგარეო საქმეთა სამინისტროების მიერ მოთხოვნილ გაუთვალისწინებელი ხარჯებისთვის თანხის გამოყოფის საკითხს მწვანე შუქი აუნთო. დამატებითი დაფინანსება მოიცავს 3,2 მილიარდ ევროს, რომელიც გერმანიამ 2023 წელს უნდა გამოყოს და ამასთან ერთად საკრედიტო ხაზებს 2024-დან 2032 წლამდე პერიოდისთვის, რომელიც დაახლოებით 8,8 მილიარდ ევროს შეადგენს. „ამ თანხით, უკრაინა შეძლებს გერმანიის მთავრობის მხადაჭერით შეიარაღების პირდაპირ შეძენას, მნიშვნელოვანია უკრაინის მხარდაჭერა იქამდე, სანამ ამის საჭიროება იქნება“, - ნათქვამია კოალიციურ მთავრობაში შემავალი პარტიების წარმომადგენელი სამი პოლიტიკოსის განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)