08:30 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-29 17:10:40, 936 ნახვა

საზოგადოება
კიბერუსაფრთხოების ეროვნულ პლატფორმაზე ინოვაციური მიდგომები და ახალი სტანდარტები განიხილეს

საქართველოს კიბერუსაფრთხოების ეროვნული სადამფუძნებლო კონფერენცია დღეს იუსტიციის მინისტრის მოადგილე ერეკლე ღვინიანიძემ გახსნა და სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა. აღნიშნულ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

ერეკლე ღვინიანიძის განცხადებით, "კიბერუსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის მექანიზმების განვითარება და საჯარო-კერძო პარტნიორობის ინსტიტუციონალიზაცია საქართველოს კიბერუსაფრთხოების 2021-2024 წლების ეროვნული სტრატეგიით განსაზღვრული ერთ-ერთი პრიორიტეტია".

ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა სსიპ ციფრული მმართველობის სააგენტოს თავმჯდომარემ.

დავით ნადირაშვილის განცხადებით, "საჯარო-კერძო პარტნიორობის ფარგლებში, მოსალოდნელი კიბერსაფრთხეების თავიდან აცილებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს საერთო საკომუნიკაციო პლატფორმის განვითარებას. ღია და ეფექტური სამუშაო გარემოს შექმნისთვის კერძო და საჯარო სექტორებს შორის პარტნიორობა უნდა ეფუძნებოდეს ნდობასა და ურთიერთპატივისცემას".

შეხვედრაზე საჯარო და კერძო სექტორების წარმომადგენლებმა ახალი სანდო პროდუქტებისა და გადაწყვეტების დანერგვის, ინოვაციური მიდგომების, ახალი სტანდარტების და საუკეთესო პრაქტიკის შესახებ ერთმანეთს ცოდნა და გამოცდილება გაუზიარეს.

მონაწილეები გაეცნენ კიბერუსაფრხოების სფეროში საჯარო-კერძო თანამშრომლობის წესდებას და ეთიკის კოდექსს; აირჩიეს ორი თანათავმჯდომარე (საჯარო და კერძო სექტორებიდან). შეიქმნება რამდენიმე სამუშაო ჯგუფი, სადაც მონაწილეები განიხილავენ და შეჯერდებიან პრობლემური საკითხებიდან საერთო და საუკეთესო გამოსავალზე.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ კიბერუსაფრთხოების სფეროში ეროვნულ დონეზე სხვადასხვა მანდატის მქონე ორგანიზაციები და კრიტიკული ინფორმაციული სუბიექტები. მათ შორის, სსიპ ციფრული მმართველობის სააგენტო, საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭო, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კიბერუსაფრთხოების ბიურო და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ოპერატიულ-ტექნიკურ სააგენტო. ასევე, დარგის ექსპერტები ავსტრიიდან, ლიეტუვადან და გაერთიანებული სამეფოდან. უცხოელი ექსპერტები მონაწილეებს გაუზიარებენ გამოცდილებას დასავლური ქვეყნების საჯარო-კერძო პარტნიორობის პრაქტიკისა და მნიშვნელობის შესახებ.

კონფერენცია ციფრული მმართველობის სააგენტოს ორგანიზებით გაიმართა. მის მხარდაჭერას კი „კიბერუსაფრთხოების შესაძლებლობების განვითარება საქართველოში" (EU Twinning) და „გაერთიანებული სამეფო - საქართველოს კიბერთანამშრომლობა" (UKGCP) უზრუნველყოფენ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„ფორმულას" განცხადებით, დავალიანების გამო არხის ღია სიგნალით მაუწყებლობა შეწყდა
მედვედევმა ფაშინიანს და ზელენსკის „ორი უტვინო რუსოფობი“ უწოდა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ჩერნობილის კატასტროფის სამაშველო სამუშაოების ხელმძღვანელმა და РХБЗ სამხედრო ძალების უფროსმა- გენერალმა თავი მოიკლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics