15:46 - 04 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-28 22:07:22, 633 ნახვა

მალხაზ ურთქმელიძე - მიხეილ სააკაშვილს, მისივე ინტერესებიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ, შეასრულოს ექიმების მოთხოვნა და დანიშნულება

სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მალხაზ ურთქმელიძემ მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილს კიდევ ერთხელ მოუწოდა, გაითვალისწინოს სამედიცინო პერსონალის მოთხოვნა და შეასრულოს მათი დანიშნულება.

„გვინდა, კიდევ ერთხელ განვაცხადოთ, რომ მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი დღემდე არ ასრულებს ექიმების მიერ გაცემულ სამკურნალო რეკომენდაციებს, უარს აცხადებს მედიკამენტების მიღებაზე, პარენტერალურ კვებასა და სამედიცინო მანიპულაციებზე. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მიხეილ სააკაშვილს, მისივე ინტერესებიდან გამომდინარე, გაითვალისწინოს ექიმების მოთხოვნა და შეასრულოს მათ მიერ მიწოდებული დანიშნულება", – განაცხადა მალხაზ ურთქმელიძემ.

რაც შეეხება მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის მკურნალობის პროცესში პოლონელი ექიმების მონაწილეობის საკითხს, მალხაზ ურთქმელიძის თქმით, დღემდე სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში სრულყოფილი დოკუმენტაცია წარმოდგენილი არ არის.

„რაც შეეხება მკურნალობის პროცესში პოლონელი ექიმების ჩართვის საკითხს,  ამ დრომდე სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში სრულყოფილი, გამართული მოთხოვნა წარმოდგენილი არ არის", – განაცხადა მალხაზ ურთქმელიძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კალაძე აშშ-ის საელჩოს განცხადებაზე: სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება არ ნიშნავს გინებას და შეურაცხყოფის მიყენებას
საქართველოს ბანკის საერთაშორისო სასტიპენდიო პროგრამებზე მიღება გრძელდება
სეს: 2 ტონამდე ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცის რეალიზაციის მცდელობა აღვკვეთეთ
2024 წელს სამტრედიაში მელიაზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება განახლდა - გადაკვალიფიცირდა მუხლი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics