|
2023-03-28 21:27:00, 2687 ნახვა
სპორტი
უეფა-მ გურამ კაშია ნაკრებში ჩატარებული 100 მატჩისთვის დააჯილდოვა
საქართველოსა და ნორვეგიის ნაკრებების მატჩის დაწყებამდე გურამ კაშიას საგანგებო ჯილდო გადაეცა – უეფა-მ „ჯვაროსნების“ კაპიტანს ეროვნულ გუნდში ჩატარებული 100 მატჩისთვის დააჯილდოვა. პირველი არხის ცნობით, ნორვეგიასთან შეხვედრა გურამ კაშიასთვის ნაკრებში ჩატარებული 103-ე შეხვედრა იყო და ამ მაჩვენებლით ის ეროვნული გუნდის რეკორდსმენია – გუნდის წინა კაპიტნებმა, ლევან კობიაშვილმა და ჯაბა კანკავამ 100-100 მატჩი ჩაატარეს. გურამ კაშია საქართველოს ნაკრებში 2009 წლიდან თამაშობს და ამ პერიოდში ჩატარებულ 103 შეხვედრაში 3 გოლი გაიტანა. 2018 წელს უეფას გადაწყვეტილებით, Equal Game-ის ჯილდოს პირველი მფლობელი საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი გურამ კაშია გახდა. აღნიშნული ჯილდო იმ მოთამაშეს გადაეცა, რომელიც სამაგალითოდ მოიქცა ევროპულ ფეხბურთში ინკლუზიურობის, მრავალფეროვნებისა და ხელმისაწვდომობის პოპულარიზაციის კუთხით. გურამ კაშიას ჯილდო, მონაკოში უეფას ჩემპიონთა ლიგის წილისყრის ცერემონიაზე, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა უეფას პრეზიდენტისგან მიიღო.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)