2023-03-28 17:05:39, 1302 ნახვა
მსოფლიო
აშშ-მექსიკის საზღვარზე, მიგრანტების მოთავსების ცენტრში გაჩენილ ხანძარს 39 ადამიანი ემსხვერპლა
აშშ-მექსიკის საზღვარზე, ქალაქ სიუდად-ხუარესში, მიგრანტების მოთავსების ცენტრში ხანძარს 39 ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.
მექსიკის ხელისუფლების განცხადებით, მიგრაციის ეროვნული ინსტიტუტის (INM) ოფისში ხანძარი მას შემდეგ გაჩნდა, რაც მათ ქალაქის ქუჩებიდან, დაახლოებით, 71 მიგრანტი აიყვანეს.
ქვეყნის გენერალურმა პროკურატურამ ფაქტზე გამოძიება დაიწყო. ხანძრის გაჩენის მიზეზისა და გარდაცვლილების ეროვნების შესახებ ინფორმაცია მექსიკის ეროვნული მიგრაციის ინსტიტუტს ჯერჯერობით არ გაუვრცელებია.
CNN-ის ინფორმაციით, ეს ბოლო წლების განმავლობაში, ყველაზე ძლიერი ხანძარი იყო მექსიკაში.
ცნობისთვის, 2023 წლის დასაწყისში, ბაიდენის ადმინისტრაციამ გააძლიერა ძალისხმევა საზღვარზე მიგრანტების გადაკვეთის რაოდენობის შესამცირებლად.
ავტორი: ექსპრესნიუსი,