|
2023-03-28 14:49:59, 737 ნახვა
საზოგადოება
კურორტების განვითარების სააგენტომ სექტორის წარმომადგენლებთან გაცნობითი შეხვედრა გამართა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კურორტების განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, საკურორტო ინდუსტრიის წარმომადგენლებთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გაიმართა. სააგენტოს დირექტორმა, ალექსანდრე ონოფრიშვილმა მოწვეულ სტუმრებს სააგენტოს საქმიანობისა და დარგის ეფექტიანად განვითარების მიზნით დაგეგმილი პროექტების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. „ჩვენი პრიორიტეტია აქტიურად ვითანამშრომლოთ კურორტების სექტორის თითოეულ წარმომადგენელთან და განვახორციელოთ კომპლექსური ღონისძიებები, რათა ხელი შევუწყოთ დარგის განვითარებას, ინვესტიციების მოზიდვასა და საქართველოს კურორტების პოპულარიზაციას", - აღნიშნა ალექსანდრე ონოფრიშვილმა. შეხვედრას დარგობრივი ასოციაციების, სასტუმროებისა და ტურისტული ობიექტების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, რომლებსაც შესაძლებლობა ჰქონდათ, კითხვა-პასუხის რეჟიმში განეხილათ აქტუალური საკითხები. აღინიშნა, რომ სააგენტოს და სექტორის წარმომადგენლებს შორის თანამშრომლობა აქტიურად გაგრძელდება. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ კურორტების განვითარების სააგენტო 2022 წლის 15 ივლისს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შეიქმნა. სააგენტოს ძირითადი მიზნებია კურორტების, საკურორტო და ტურისტულად მიმზიდველი ადგილების განვითარება, კურორტებისა და საკურორტო ადგილების კომპლექსური განვითარების ხელშეწყობის მიზნით, კულტურული, ისტორიული, რეკრეაციული ან სხვა ადგილებისა და ობიექტების შესწავლა, მათი განვითარება-პოპულარიზაციის მიზნით შესაბამის უწყებებთან თანამშრომლობა, ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობა, კურორტებსა და საკურორტო ადგილებზე მასობრივი სპორტის, სპორტულ-გამაჯანსაღებელი ღონისძიებების ორგანიზების ხელშეწყობა და ა.შ. სააგენტოს ამოცანაა შეასრულოს მნიშვნელოვანი როლი საკურორტო ინდუსტრიის განვითარებაში ჩართულ სხვადასხვა სახელმწიფო და კერძო ინსტიტუტებს შორის უწყებათაშორისი თანამშრომლობისა და ეფექტური კომუნიკაციის გაღრმავების გზით.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმები მშვიდობას აახლოებს
რუსეთის უდიდესმა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ დრონებით თავდასხმის შემდეგ მუშაობა შეაჩერა
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
რუტე: მომავალი წლისთვის ალიანსს ექნება შესაძლებლობა, ყოველწლიურად 4 მლნ-მდე ჭურვი აწარმოოს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)