13:42 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-28 14:22:43, 745 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე - განსხვავება ერთადერთია ბრეივიკსა და სააკაშვილს შორის - ბრეივიკმა მხოლოდ 77 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა

პრინციპული განსხვავება ერთადერთია ბრეივიკსა და სააკაშვილს შორის - ბრეივიკმა შეიწირა მხოლოდ 77 ადამიანის სიცოცხლე, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძე მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას მიხეილ სააკაშვილისთვის ნორვეგიელი პოლიტიკოსის, შურ ლინდერბრექეს სახელობის პრიზი გადაეცემას გამოეხმაურა და ფაქტს ცინიზმი უწოდა.

"ეს არის, რა თქმა უნდა, ცინიზმი. მნიშვნელობა არ აქვს, ვინ ანიჭებს ამ ჯილდოს. როდესაც ნორვეგიაში ადამიანის უფლებების დარგში ენიჭება ჯილდო მიხეილ სააკაშვილს, ეს არის უბრალოდ ცინიზმი. რაც შეეხება ბრეივიკთან შედარებას, მე ერთ რამეს ვიტყოდი, რომ პრინციპული განსხვავება ერთადერთია ბრეივიკსა და სააკაშვილს შორის - ბრეივიკმა შეიწირა მხოლოდ 77 ადამიანის სიცოცხლე...", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს ნორვეგიელი პოლიტიკოსის, შურ ლინდერბრექეს სახელობის პრიზი გადაეცა. ჯილდო მესამე პრეზიდენტის ოჯახის წევრებმა ჩაიბარეს.

აღნიშნულს გუშინ, 27 მარტს გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. მთავრობის მეთაურის თქმით, "ეს იგივეა, რომ რომელიმე ქვეყანამ ბრეივიკს გადასცეს ჯილდო".





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მეუფე ვახტანგი - ეკლესიაში ახალი პატრიარქის არჩევის შემდეგ ახალი რეფორმები გატარდება
სამების ტაძარში სინოდის გაფართოებული კრება მიმდინარეობს
საქართველოში უფრო მეტი ადამიანი დაუსაქმებელი რჩება, დასაქმების დონე 0.2 პროცენტული პუნქტით შემცირდა
მეუფე იოანე - აშკარაა, რომ გამოცდილება მეუფე შიომ მიიღო უშუალოდ პატრიარქთან ურთიერთობისას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics