00:33 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-28 09:26:54, 1182 ნახვა

მსოფლიო
ნეთანიაჰუმ პროტესტისა და საყოველთაო გაფიცვის გამო სასამართლო რეფორმა გადადო

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ გადაწყვიტა სასამართლო რეფორმის საკამათო კანონპროექტის მეორე და მესამე მოსმენა პარლამენტის მომავალ სესიამდე გადადოს.

”ერში განხეთქილების თავიდან აცილების მიზნით, მე გადავწყვიტე მეორე და მესამე მოსმენის გადადება, რათა მივაღწიოთ ფართო კონსენსუსს”, - თქვა მან სატელევიზიო მიმართვაში.

მანამდე, გადაწყვეტილება რეფორმის გადადების შესახებ ქნესეტის ზაფხულის სესიამდე გამოაცხადა ულტრამემარჯვენე ებრაული ძალაუფლების პარტიამ, რომელიც სამთავრობო კოალიციის ნაწილია.

„მე დავთანხმდი ვეტოს მოხსნას პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს დაპირების სანაცვლოდ, რომ კანონპროექტი მომდევნო სესიაზე დასამტკიცებლად ქნესეტს წარედგინება“, - თქვა ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების მინისტრმა და ებრაული ძალების ლიდერმა იტამარ ბენ-გვირმა.

ისრაელში, უკვე მესამე თვეა, საპროტესტო აქციები არ ცხრება იმის გამო, რომ მთავრობა გეგმავს უზენაესი სასამართლოს უფლებამოსილების შეზღუდვას. ახლა სასამართლოს აქვს შესაძლებლობა დაბლოკოს პარლამენტის გადაწყვეტილებები, თუ მათ უკანონოდ მიაჩნია.

საპროტესტო აქციები მიმდინარე წლის დასაწყისიდან დაიწყო, მაგრამ გასულ კვირას ის უფრო მასშტაბური გახდა. კვირას და ორშაბათს ათიათასობით ადამიანი შეიკრიბა იერუსალიმში, ქნესეტის შენობასთან.

რეფორმის წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად ქვეყანაში საყოველთაო გაფიცვა გამოცხადდა, რომელსაც ტრანსპორტის მუშები, ექიმები, საჯარო მოხელეები, ბანკირები და კერძო კომპანიების თანამშრომლები შეუერთდნენ.

შედეგად, თითქმის ყველა დაწესებულების მუშაობა პარალიზებული იყო - შეჩერდა ფრენები ქვეყნის მთავარი საერთაშორისო აეროპორტიდან, ბენ გურიონიდან, შეწყვიტა მუშაობა ქვეყნის მთავარმა პორტებმაც. მაკდონალდსის რესტორნებიც კი დაიხურა.

ნეთანიაჰუს განცხადების შემდეგ ისრაელის პროფკავშირების ფედერაციამ ჰისტადრუტმა გენერალური გაფიცვის დასრულება გამოაცხადა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics