|
2023-03-27 20:40:14, 1637 ნახვა
კომენტარი
ნორვეგიის ელჩი ღარიბაშვილის განცხადებაზე - სააკაშვილის ტერორისტ ბერინგ ბრეივიკთან შედარება უაღრესად უადგილოდ მიმაჩნია
ნორვეგიის ელჩი ჰელენ სანდ ანდრესენი საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას გამოეხმაურა. ელჩის თქმით, პრემიერ-მინისტრის განცხადება და მიხეილ სააკაშვილის ტერორისტ ბერინგ ბრეივიკითან შედარება უაღრესად უადგილოა. "ნორვეგიის საელჩო თბილისში ყოფილი პრეზიდენტის, სააკაშვილის დაჯილდოების თაობაზე ინფორმირებული არ ყოფილა იქამდე, სანამ ამის შესახებ ინფორმაციას მედიაში არ გავეცანით. დავამატებ, რომ გაოგნებული ვარ ტერორისტ ბერინგ ბრეივიკთან შედარებით, რაც მე უაღრესად უადგილოდ მიმაჩნია", - განაცხადა ნორვეგიის ელჩმა, მთავარი არხის ეთერში. შეგახსენებთ, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისთვის ნორვეგიელი პოლიტიკოსის შურ ლინდერბრექეს სახელობის პრიზის გადაცემის საკითხს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ სააკაშვილისთვის ჯილდოს გადაცემა "იგივეა, რომ რომელიმე ქვეყანამ ბრეივიკს ჯილდო გადასცეს".
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)