|
2023-03-24 17:18:12, 817 ნახვა
პოლიტიკა
ღარიბაშვილი სანიკიძეს - შე ნაძირალა, სულგაყიდული მოღალატე კაცი ხარ
შე ნაძირალა, სულგაყიდული მოღალატე კაცი ხარ, - ასე მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საკანონმდებლო ორგანოს ტრიბუნიდან ოპოზიციონერ დეპუტატ გუბაზ სანიკიძეს. როგორც მთავრობის მეთაურმა სხდომაზე, სადაც დღეს მას ინტერპელაციის წესით უსმენდნენ, განაცხადა, სანიკიძე "მილიონზე ოცნებობდა" და ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს 100 000 დოლარად მიეყიდა. "მინდა, შემდეგი რაღაც ვუთხრა გუბაზ სანიკიძეს - ის გამოირჩევა ბევრი უსამაართლო და ღვარძლიანი და ბოროტი გამონათქვამებით. ეს კაცი იყო ერთ დროს ჩვენი გუნდის წევრი. ეს კაცი ოცნებობდა მილიონ დოლარზე და ახლა მე მინდა გითხრათ, ეს კაცი როგორ გაიყიდა, როგორ მიეყიდა სააკაშვილს - 100 000 დოლარად გაყიდულია ეს კაცი. შე ნაძირალა, შე ნაძირალა, შენ ხარ გაყიდული კაცი, შე ნაძირალა კაცო - სულგაყიდული მოღალატე ხარ შენ. გუბაზ სანიკიძისნაირი მოღალატეები და არაკაცები ვეღარასდროს ვერ იქნებიან ამ ქვეყანაში ხელისუფლების წარმომადგენლები. შეეშვით, შეეშვით ამ არაკაცს", - განაცხადა ღარიბაშვილმა. სანიკიძეს რეპლიკაზე - "როგორ არ გრცხვენია", მთავრობის მეთაურმა ასე უპასუხა: "შენ როგორ არ გრცხვენია, შე მოღალატე, შენ ხარ ნაძირალა და მოღალატე ადამიანი. შეეშვით, შეეშვით - ეყოფა თავისი უბედურება, ეყოფა თავისი ტრაგედია. გუბაზისნაირ არაკაცებს მინდა ვუთხრა - თქვენნაირი მოღალატე ხალხი ვერ დაბრუნდება ხელისუფლებაში და შენნაირი მოღალატეების ხელისუფლება ჩვენმა ხალხმა დიდი ხანია გაისტუმრა".
პეტერ ფიშერი შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას ულოცავს
შეიძინე კრიპტო თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთებით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
სააკაშვილი პატრიარქ შიო III-ს მოუწოდებს, ხელი შეუწყოს რუსული გავლენებისა და ნარატივების აღმოფხვრას
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)