|
2023-03-24 13:41:12, 703 ნახვა
პოლიტიკა
სამადაშვილი ღარიბაშვილს - რუსეთის დავალება ბოლომდე რომ მიგეყვანათ, არანაირ კანდიდატის სტატუსზე საუბარი არ იქნებოდა
არანაირ კანდიდატის სტატუსზე საუბარი არ იქნებოდა რუსეთის დავალება ბოლომდე რომ მიგეყვანათ და მიგეღოთ რუსული კანონი,- ასე მიმართა "ლელოს" დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, რომელსაც პარლამენტში ინტერპელაციის წესით უსმენენ. სამადაშვილის თქმით, ევროკავშირი ძალიან მალე გამოაქვეყნებს საკუთარ შეფასებას და საჯაროდ ეტყვის საქართველოს ხელისუფლებას იმას, რასაც დახურულ კარს მიღმა ეუბნებიან, რომ არც ერთი მოთხოვნა არ შესრულებულა. „არანაირ კანდიდატის სტატუსზე საუბარი არ იქნებოდა რუსეთის დავალება ბოლომდე რომ მიგეყვანათ და მიგეღოთ რუსული კანონი. თქვენ დამნაშავე ხართ იმაში, რომ ახალგაზრდებს, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლის და ჯანმრთელობის ფასად გადაარჩინეს ეს ქვეყანა, თქვენ უწოდეთ სატანისტები. დამნაშავე ხართ უკრაინის წინაშე. თქვენ ვერ გაბედავდით კანდიდატის სტატუსზე საუბარს, რომ დღეს უკრაინაში გმირულად არ იბრძოდნენ მათ შორის, ამ ქვეყნის ევროპული მომავლისთვის. დამნაშავე ვარო უნდა გეთქვათ უკრაინელებისთვის რუსების მიერ მოკლული და გაუპატიურებული უკრაინელი ბავშვებისთვის. ყველა გამოსვლა უნდა დაიწყოთ იმით რომ „დამნაშავე ვარ". თქვენ ბოდიში უნდა მოუხადოთ საკუთრ ოჯახს და საკუთარ შვილებს, რადგან გიწევთ ამ სირცხვილით ცხოვრება, რადგან ამ ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ წახვედით“,- განაცხადა სამადაშვილმა.
სააკაშვილი პატრიარქ შიო III-ს მოუწოდებს, ხელი შეუწყოს რუსული გავლენებისა და ნარატივების აღმოფხვრას
შიო III-ეს არის დიდი პატივიც და მძიმე ჯვარი
მიტროპოლიტი ისაია - მთავარი პრიორიტეტია საქართველოსთვის ზრუნვა, ვფიქრობ, ამ საქმეში პატრიარქი მარტო არ იქნება
კობახიძე - დღეს ჩვენი ეროვნული და სულიერი ცხოვრების ისტორიული ფურცელი გადაიშალა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)