|
2023-03-23 19:14:51, 1890 ნახვა
კომენტარი
იოსელიანი - სააკაშვილის ციხის საავადმყოფოში დაბრუნება შეიძლება საშიში იყოს მისი ჯანმრთელობისთვის
სააკაშვილის ციხის საავადმყოფოში დაბრუნება შეიძლება საშიში იყოს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობისთვის, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა. მისივე თქმით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობისთვის პენიტენციურ სისტემაში დაბრუნება თუ იქნება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამაუარესებელი, ეს არ უნდა მოხდეს და ის უნდა დარჩეს სამოქალაქო საავადმყოფოში. "მისი ციხის საავადმყოფოში დაბრუნება შეიძლება საშიში იყოს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობისთვის. მე ვიზიარებ იმ პოზიციას, რა პოზიციაც სახალხო დამცველს მიხეილ სააკაშვილთან ჰქონდა დაფიქსირებული. მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობისთვის პენიტენციურ სისტემაში დაბრუნება თუ იქნება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამაუარესებელი, რა თქმა უნდა ეს არ უნდა მოხდეს და ის უნდა დარჩეს სამოქალაქო საავადმყოფოში”, - განაცხადა იოსელიანმა. შეგახსენებთ, კლინიკა "ვივამედმა" განაცხადა, რომ იძულებულნი ხდებიან, რომ მიმართონ პენიტენციურ დაწესებულების სამედიცინო სამსახურს, რათა შეაფასოს პაციენტი სააკაშვილის კლინიკაში შემდგომი დაყოვნების მიზანშეწონილობა, ვინაიდან, ის შეთავაზებულ მკურნალობას არ იღებს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)