|
2023-03-22 18:05:55, 938 ნახვა
პოლიტიკა
მაკრონი - დემონსტრანტებს აქვთ უფლება, გავიდნენ ქუჩებში და გამოხატონ ბრაზი, თუმცა ძალადობა მიუღებელია
დემონსტრანტებს აქვთ უფლება, გავიდნენ ქუჩებში და გამოხატონ ბრაზი, თუმცა მიუღებელია, როდესაც ისინი ძალადობას მიმართავენ, - ასე გამოეხმაურა საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი პარიზში, მომხდარ მასობრივ პროტესტს და არეულობას, რაც საპენსიო ასაკის კანონის დამტკიცებით იყო გამოწვეული. ემანუელ მაკრონის თქმით, ლოდინის პერიოდში დეფიციტი კიდევ უფრო გაუარესდება, აქედან გამომდინარე ის იმედს იტოვებს, რომ საპენსიო რეფორმა წლის ბოლომდე განხორციელდება. „რაც უფრო დიდხანს ველოდებით, მით უფრო გაუარესდება დეფიციტი. ეს რეფორმა აუცილებელია, ის მე არ მაბედნიერებს. ვამჯობინებდი, არ მიწევდეს მისი განხორციელება. ეს რეფორმა არ არის ფუფუნება, არ არის სიამოვნება, ეს აუცილებლობაა“, - განაცხადა მაკრონმა. შეგახსენებთ, საპენსიო ასაკის გაზრდის შესახებ კანონის მიღების შემდეგ, საფრანგეთი საპროტესტო აქციებმა მოიცვა. BBC-ის კორესპონდენტების ცნობით, საღამოს პარიზში, პოლიციის დახურულმა რიგებმა, ფარებითა და ხელკეტებით, დემონსტრანტების უმეტესობა გააძევა მოედნიდან, მაგრამ ზოგიერთი მათგანი კვლავ ადგილზე დარჩა.
პეტერ ფიშერი შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას ულოცავს
შეიძინე კრიპტო თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთებით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
სააკაშვილი პატრიარქ შიო III-ს მოუწოდებს, ხელი შეუწყოს რუსული გავლენებისა და ნარატივების აღმოფხვრას
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)