11:41 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-22 17:03:15, 784 ნახვა

საზოგადოება
გლდანის რაიონში გამგეობის მიერ შშმ პირისთვის განკუთვნილი ლიფტი მოეწყო

გლდანის რაიონის გამგეობის მიერ შშმ პირებისთვის ადაპტირებული გარემოს შექმნა გრძელდება - პერიოდულად ადაპტირდება მათი საცხოვრებელი სადარბაზოები. აღნიშნულ ინფორმაციას გლდანის რაიონის გამგეობა ავრცელებს.

მათი ცნობით, გამგეობის მიერ ქერჩის N20 კორპუსში ვერტიკალური პლატფორმა (ლიფტი) დამონტაჟდა.

"აღნიშნულ მისამართზე არსებული კორპუსი არ იძლეოდა შესაძლებლობას, რომ სადარბაზოს ადაპტირება მომხდარიყო, შესაბამისად, გამგეობამ კორპუსის გარე ნაწილზე ლიფტის დამონტაჟების გადაწყვეტილება მიიღო. ლიფტის მონტაჟისთვის გლდანის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 51 036 ლარი დაიხარჯა.

დასრულებულ სამუშაოებს გლდანის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ზურაბ ქაშიაშვილი, თბილისის მერის შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს აღმასრულებელ მდივანთან, გიგა სოფრომაძესთან და საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ კონსტანტინე ზარნაძესთან ერთად გაეცნო.

გლდანის რაიონში მიმდინარე წელს სადარბაზოს ადაპტირება ჯამში, 6 მისამართზე განხორციელდება'', - აღნიშნულია გლდანის რაიონის გამგეობის ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კოსტა: ევროპისთვის მნიშვნელოვანია სომეხი ხალხის თავისუფლების დაცვა, რათა მათ საკუთარი ბედი თავად აირჩიონ
პოლტავის რეგიონში რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, 31 დაიჭრა
ჟურნალისტი გურამ როგავა, აცხადებს, რომ მასზე თავდამსხმელის ვინაობა დაადგინა
ფორმულა: ოცნება კვიპროსში ევროკავშირის გაფართოების მინისტერიალზე არ მიიწვიეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics