11:40 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-22 15:09:12, 703 ნახვა

საზოგადოება
ოთარ შამუგია გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) რეგიონული პროგრამის ხელმძღვანელს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) რეგიონული პროგრამის ხელმძღვანელს  ევროპასა და ცენტრალურ აზიაში რაიმუნდ იელეს შეხვდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ოთარ შამუგიამ მადლობა გადაუხადა გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციას თანამშრომლობისთვის და საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოპოვების პროცესში აქტიური მხარდაჭერისთვის და FAO-სთან კოორდინაციის და თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობის საკითხს გაუსვა ხაზი.

„მინისტრმა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების  შესრულების მნიშვნელობაზე ისაუბრა. ყურადღება გამახვილდა სურსათის მიმართულებით რიგი რეგულაციების შემუშავების და აღსრულების მიზნით FAO-ს ექსპერტული მხარდაჭერის მნიშვნელობაზე.

შეხვედრაზე საუბარი  შეეხო აკვაკულტურის და თხილის სექტორის მხარდაჭერის საკითხებსაც.

რაიმუნდ იელეს განცხადებით, საქართველო გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის მნიშვნელოვანი პარტნიორია. FAO კვლავ გააგრძელებს საქართველოში სოფლის მეურნეობის სექტორის და სურსათის უვნებლობის მიმართულებების მხარდაჭერას.

შეხვედრას მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი, მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი, FAO-ს წარმომადგენელის მოადგილე მამუკა მესხი და სამინისტროს შესაბამისი სამსახურის წარმომადგენელები ესწრებოდნენ“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კოსტა: ევროპისთვის მნიშვნელოვანია სომეხი ხალხის თავისუფლების დაცვა, რათა მათ საკუთარი ბედი თავად აირჩიონ
პოლტავის რეგიონში რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, 31 დაიჭრა
ჟურნალისტი გურამ როგავა, აცხადებს, რომ მასზე თავდამსხმელის ვინაობა დაადგინა
ფორმულა: ოცნება კვიპროსში ევროკავშირის გაფართოების მინისტერიალზე არ მიიწვიეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics