19:37 - 22 Jul, 2026
|
2023-03-21 19:07:53, 1723 ნახვა
კომენტარი
რამიშვილი სექსუალური შევიწროების ბრალდებებზე - ეს არის მიზანმიმართული კამპანიის ნაწილი
ტყუილი და აბსურდია, - ასე გამოეხმაურა ტელეკომპანია “POS TV”-ის დირექტორი შალვა რამიშვილი მის წინააღმდეგ გაჟღერებულ სექსუალური შევიწროების ბრალდებებს. მისივე თქმით, სექსუალურ შევიწროებაში დადანაშაულება არის ბულინგის და არხის მადისკრედიტირებელი კამპანიის წამოწყების ერთ-ერთი საბაბი. "ტყუილი და აბსურდია. მიზანმიმართული კამპანიის ნაწილია. ჩემი დადანაშაულება სექსუალურ შევიწროებაში არის მერე ბულინგის და არხის მადისკრედიტირებელი ვითომ კამპანიის წამოწყების ერთ-ერთი საბაბი”, - განაცხადა შალვა რამიშვილმა “მთავარ არხთან” სატელეფონო საუბრისას. შეგახსენებთ, შალვა რამიშვილი სექსუალურ შევიწროებაში სამმა ქალმა ამხილა. რამიშვილმა სოციალურ ქსელში განაცხადა, რომ ბრალდებებზე ვრცლად გადაცემა "სამნი & Co"-ში ისაუბრებს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)