|
2023-03-21 17:23:54, 1497 ნახვა
რეგიონი
დაუნის სინდრომის დღესთან დაკავშირებით ცხმორისის ადმინისტრაციულ ერთეულში ტრენინგი გაიმართა
21 მარტს დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე აღინიშნება, რომლის მიზანია დაუნის სინდრომის მქონე ადამიანთა ღირსების, უფლებების დაცვა და მათი მონაწილეობა აქტიურ ცხოვრებაში. დღეს, დაუნის სინდრომის დღესთან დაკავშირებით ცხმორისის ადმინისტრაციულ ერთეულში გაიმართა ტრენინგი თემაზე „დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების თანასწორუფლებიანობის გამყარება", რომელიც დაუნის სინდრომთან დაკავშირებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას და საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპული შეხედულებების მსხვრევას ითვალისწინებდა. ასევე, ღონისძიების მთავარ ატრიბუტს წარმოადგენს უთვალავი ჭრელი წინდების კამპანია, რომლის ფარგლებშიც მოეწყო ფერადი წინდებით ფოტოსესია. ღონისძიება განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმის, ახალგაზრდულ საკითხთა და ძეგლთა დაცვის სამსახურის კულტურული ღონისძიებების მიზნობრიბი პროგრამის ფარგლებში გაიმართა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)