09:26 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-19 16:31:33, 1239 ნახვა

მსოფლიო
გერმანიაში ჩამოსვლის შემთხვევაში, პუტინს დააკავებენ - გერმანიის იუსტიციის მინისტრი

გერმანიის იუსტიციის მინისტრის, მარკო ბუშმანის თქმით, თუ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გერმანიის მიწაზე ფეხს დადგამს, მის წინააღმდეგ დაუყოვნებლივ გაიცემა დაკავების ორდერი.

"იმ შემთხვევაში, თუ პუტინი გერმანიის ტერიტორიას გადაკვეთს, ქვეყანა ვალდებული იქნება, დაუყოვნებლივ გადასცეს პრეზიდენტი საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს,- აღნიშნა ბუშმანმა.

გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა თქვა, რომ რუსეთის დიქტატორის, ვლადიმირ პუტინის დაკავების ორდერი აჩვენებს, რომ კანონზე მაღლა არავინ დგას.

"საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლო არის სწორი ინსტიტუტი ომის დანაშაულების გამოსაძიებლად. ფაქტია, რომ არავინ დგას კანონზე მაღლა და ეს უკვე აშკარა ხდება", - თქვა მან.

ცნობისთვის, უკრაინელი ბავშვების "არაკანონიერი დეპორტაციის" გამო ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლომ ვლადიმირ პუტინის დაპატიმრების ორდერი გასცა. ამასთან, ორდერი გაიცა ბავშვთა საკითხების ომბუდსმენის მარია ლვოვა-ბელოვას დაკავებაზე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შეერთებული შტატები 40 წლის შემდეგ პირველად შექმნის ახალ ბირთვულ ქობინს
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics