|
2023-03-17 22:35:15, 642 ნახვა
ვაკის მედიათეკაში ფრანკოფონიისა და ფრანგული ენის დღეების ღონისძიება გაიმართება
21 მარტს, 19:00 საათზე, ვაკის მედიათეკაში, გაიმართება ფრანკოფონიისა და ფრანგული ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება - შეხვედრა 2022 წლის ნობელის პრემიის ლაურეატ ანი ერნოს „წლების“ მთარგმნელ ლალი უნაფქოშვილთან. ღონისძიება გაიმართება თბილისის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანების ორგანიზებით, ფრანგულ ინსტიტუტთან და გამომცემლობა „პალიტრა L-თან“ თანამშრომლობით. საღამოს სტუმარი ასევე იქნება მთარგმნელი და დრამატურგი ვალერი ოთხოზორია. შეხვედრაზე ისაუბრებენ წიგნის მნიშვნელობაზე თანამედროვე ლიტერატურაში, ანი ერნოს სამწერლო ენის თავისებურებებსა და თარგმანზე მუშაობის პროცესზე. 2023 წლის ფრანკოფონიის თვე 10 მარტს დაიწყო და 6 აპრილის ჩათვლით გასტანს. პროგრამის თანახმად, დაგეგმილია ფრანგულენოვანი კინოს დღეები, გერონტი ქიქოძის სახელობის ლიტერატურული პრემია ფრანგულენოვანი რომანის საუკეთესო ქართული თარგმანისთვის, ფრანგულენოვანი ლიტერატურის ქართულენოვანი თარგმანების წარდგენები, დისკუსიები, კონფერენციები, საჯარო ლექციები და სხვა. „ფრანკოფონია 2023“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პატრონაჟით, ასევე საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის, საფრანგეთის საელჩოს, შვეიცარიის საელჩოს, თბილისის მერიისა და საქართველოში წარმოდგენილი ფრანგულენოვანი პარტნიორების ხელშეწყობით ტარდება.
რუსეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა სატრანსპორტო კომპანიამ შავი ზღვის გავლით ტვირთების გადაზიდვაზე უარი თქვა
ივანიშვილის მთავრობამ განსაზღვრა ვინ მიიღებს უფასოდ სასკოლო ფორმას
საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი
საქართველოს ბანკის "მცირე ბიზნესის ჯაჭვში" უკვე 30 ბიზნესი ჩაერთო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)