|
2023-03-17 08:54:41, 1573 ნახვა
ომი უკრაინაში
ზელენსკი - უკრაინა ყოველთვის იყო ევროპა, რუსული ბომბები ობიექტურ რეალობას არ შეცვლის
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმიტ ზელენსკი ლატვიის პრემიერ-მინისტრს, კრისიანის კარინსს შეხვდა და უკრაინის ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხი განიხილა. კიევში გამართულ შეხვედრაზე უკრაინის სახელმწიფოს მეთაურმა განაცხადა, რომ უკრაინა ყოველთვის იყო ევროპა და რუსული ბომბები არ შეცვლის ობიექტურ რეალობას. „დღეს მე შევხვდი ლატვიის პრემიერ-მინისტრს. მადლობა გადავუხადე თავდაცვის ახალ პაკეტისთვის და პრინციპული მხარდაჭერისთვის ყველა დონეზე - იარაღიდან პოლიტიკამდე, რუსეთის წინააღმდეგ სანქციებიდან დაწყებული იურიდიულ საკითხებამდე. ჩვენ მუდმივად ვმუშაობთ. ჩვენი საგარეო პოლიტიკის ორი მიმართულება - ევროპული და ევროატლანტიკური. ყველა პარტნიორთან, ოფიციალურ პირებთან და საზოგადო მოღვაწეებთან, პოლიტიკოსებთან და ყველა სხვა საზოგადოებებთან, რომლებსაც აქვთ გავლენა. უკრაინა ყოველთვის ევროპა იყო. უკრაინა ყოველთვის იქნება ევროპა. რუსული ბომბები არ შეცვლის ობიექტურ რეალობას. რეალობას, რომელსაც უკრაინელები იცავენ. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც ახლა იბრძვის მარინკას მახლობლად, ბახმუტთან, ავდიივკას მახლობლად, ლუგანსკის რეგიონში. სამხრეთის ფრონტის ხაზზე. მადლობა ყველას, ვინც რუსეთს ასწავლის, რომ ბოროტებაზე პასუხისმგებლობა გარდაუვალია“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა. ცნობისთვის, 16 მარტს ცნობილი გახდა, რომ ლატვია უკრაინას დამატებით გამოუყოფს სამხედრო დახმარებას 70 მილიონი ევროს ოდენობით. მთლიანობაში, უკრაინამ ლატვიისგან 300 მილიონ ევროზე მეტი დახმარება მიიღო.
რუსეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა სატრანსპორტო კომპანიამ შავი ზღვის გავლით ტვირთების გადაზიდვაზე უარი თქვა
ივანიშვილის მთავრობამ განსაზღვრა ვინ მიიღებს უფასოდ სასკოლო ფორმას
საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი
საქართველოს ბანკის "მცირე ბიზნესის ჯაჭვში" უკვე 30 ბიზნესი ჩაერთო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)