13:17 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-16 20:01:00, 895 ნახვა

პოლიტიკა
ხაბეიშვილი - პროევროპული ხელისუფლება არ მოახდენდა სამოქალაქო საზოგადოების დემონიზებას

პროევროპული ხელისუფლება არ მოახდენდა სამოქალაქო საზოგადოების, მედიის და ახალგაზრდული ჯგუფების დემონიზებას და იდგებოდა უკრაინასთან, ისევე, როგორც უკრაინა იდგა საქართველოსთან 2008 წელს, - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს არასდროს ჰყოლია ისეთი სანდო მეგობარი, როგორიც ევროკავშირია და ყველა თაობას აქვს ვალდებულება, იბრძოლოს საქართველოს მომავლისთვის.

"ნამდვილი პროევროპული ხელისუფლება არ მოახდენდა სამოქალაქო საზოგადოების, მედიის და ახალგაზრდული ჯგუფების დემონიზებას და იდგებოდა უკრაინასთან, ისევე, როგორც უკრაინა იდგა საქართველოსთან 2008 წელს

საქართველოს არასდროს ჰყოლია ასეთი სანდო მეგობარი, ისეთი სტაბილური პარტნიორი როგორიც ევროკავშირია და ჩვენი ეროვნული იდენტობა ნიშნავს, რომ ყველა თაობას აქვს ვალდებულება, იბრძოლოს ევროპულ ოჯახში ჩვენი მომავლისთვის”, - განაცხადა ხაბეიშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძემ მოიტყუა როცა თქვა, რომ 2011 წლის აქციის დარბევაზე დასავლეთს და ევროპულ სტრუქტურებს რეაქცია არ ჰქონიათ
კობახიძე - არაფორმალური ოლიგარქიული გავლენებით მოქმედი სხვა ევროპული ინსტიტუტების მსგავსად, უკვე ეუთოც ღიად ჩართეს პროცესში
რუმინეთის საგარეო მინისტრი - საქართველს უნდა ჰქონდეს ჯანსაღი დემოკრატია
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის მზის ენერგიის სექტორის განვითარებაზე შეხვედრა გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics