|
2023-03-16 09:06:11, 1693 ნახვა
ომი უკრაინაში
ზელენსკი - რუსული აგრესია უახლოვდება იმ წერტილს, სადაც შეიძლება გატყდეს
რუსული აგრესია უახლოვდება იმ წერტილს, სადაც შეიძლება გატყდეს,- ასე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინის დახმარების საკითხზე “რამშტაინის“ ფორმატში გამართულ შეხვედრას ზელენსკის თქმით, არ არსებობს ტერორისტი, რომელსაც შეუძლია გააძლიეროს თავისი პოტენციალი თავისუფალ სამყაროსთან დაპირისპირებაში და გამონაკლისი არც რუსეთია. „რამშტაინის“ ფორმატში კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართა, უკვე მეათე შეხვედრა. საბრძოლო მასალა, არტილერია, ტანკები ჩვენი მეომრებისთვის, უკრაინის ცის დაცვა - ეს ყველაფერი განიხილეს. არის გადაწყვეტილებები. მადლობელი ვარ შეერთებული შტატების, რომელიც კოორდინაციას უწევს “რამშტაინს“, და ყველა ჩვენი პარტნიორის დახმარებისთვის და ურყევი სურვილისთვის. ეს განსაკუთრებით აქტუალურია ახლა, როცა ვგრძნობთ, რომ რუსული აგრესია უახლოვდება იმ წერტილს, სადაც შეიძლება გატყდეს. არ არსებობს ტერორისტი, რომელსაც შეუძლია გააძლიეროს თავისი პოტენციალი თავისუფალ სამყაროსთან დაპირისპირებაში. გამონაკლისი არც რუსეთია”,- განაცხადა ზელენსკიმ. მისივე თქმით, რუსეთის დასამარცხებლად ზეწოლის მუდმივად ზრდა აუცილებელია. „მუდმივად უნდა გავზარდოთ ზეწოლა ტერორის წინააღმდეგ. ზეწოლა ჩვენს თავდაცვაში, რუსეთის წინააღმდეგ სანქციებში, იმ გზების განადგურებაში, რითაც რუსული სახელმწიფო და მისი კომპანიები სანქციებს გვერდს უვლიან, პოლიტიკურ და იურიდიულ ზეწოლაში. რაც უფრო მეტ ზეწოლას განვახორციელებთ მათზე, მით უფრო სწრაფად წავალთ წინ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობისა და საერთაშორისო სამართლებრივი წესრიგის აღდგენისკენ. ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ჩვენმა პარტნიორებმა ეს იგრძნონ. ეს არის ზეწოლის გაგრძელების აუცილებლობა - ნაბიჯ-ნაბიჯ, უწყვეტად”, - დასძინა ზელენსკიმ. ცნობისთვის, გუშინ 15 მარტს, უკრაინის თავდაცვის საკითხებზე საკონტაქტო ჯგუფის (ე.წ. „რამშტეინ-10“) მეათე შეხვედრა გაიმართა. სხდომის გახსნისას აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა, ლოიდ ოსტინმა განაცხადა, რომ იზრდება იმ ქვეყნების რაოდენობა, რომლებიც უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემის გაძლიერებაზე ვალდებულებას იღებენ. ასევე, მისი თქმით, ცხრა ქვეყანა გეგმავს, უკრაინას "ლეოპარდის" 150-ზე მეტი ტანკი გადასცეს.
Associated Press: ირანმა და ომანმა ჰორმუზის სრუტის მოლაპარაკებებში პროგრესი მიაღწიეს
ტრამპის ადმინისტრაციამ იმპორტიორებს მიერ უკანონო ტარიფების სახით გადახდილი 100 მილიარდი დოლარი დაუბრუნა
ტულას რეგიონში Wildberries-ის ლოჯისტიკური ცენტრზე დრონის თავდასხმის შემდეგ ხანძარი გაჩნდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)