|
2023-03-15 11:18:56, 1600 ნახვა
ეკონომიკა
ბაზისბანკი წარმატებული 2022 წლის ფინანსურ შედეგებს აჯამებს
ბაზისბანკის 2022 წლის ფინანსური მაჩვენებლებით, ბანკის მთლიანი აქტივები წინა წელთან შედარებით 65%-ით გაიზარდა და 3.2 მილიარდი ლარი შეადგინა. ბაზისბანკის მთლიანი საკრედიტო პორტფელი 68%-ით გამსხვილდა და 2.1 მილიარდ ლარს აჭარბებს, ხოლო დეპოზიტების ზრდა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 1.1 მილიარდ ლარს შეადგენს. ბანკმა გასული წლის განმავლობაში, ბიზნესის დაფინანსების ტემპი მნიშვნელოვნად გაზარდა და იურიდიული პირების საკრედიტო პორტფელმა 1.21 მილიარდ ლარს გადააჭარბა. პორტფელის ზრდამ 324 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 37%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. შედეგად, იურიდიული პირების საკრედიტო პორტფელის მოცულობით, ბაზისბანკი უმსხვილესი ბანკების სამეულშია. 2022 წელს, საცალო სესხები 3-ჯერ გაიზარდა და 760 მილიონი ლარი, ხოლო საცალო დეპოზიტები გაორმაგდა და 911 მილიონი ლარი შეადგინა. წლის ბოლოსთვის უკუგებამ მთლიან აქტივებზე (ROA) 2,59% შეადგინა, ხოლო უკუგებამ საკუთარ კაპიტალზე (ROE) - 18,19%. 2022 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, ბანკის საზედამხედველო კაპიტალის მოცულობა 467 მილიონ ლარს შეადგენს. „ჩვენი მიზანია, მომხმარებელს შევუქმნათ საუკეთესო საბანკო გამოცდილება და მაქსიმალურად გავუმარტივოთ ბანკთან ურთიერთობა. შესაბამისად, ვთავაზობთ საბანკო პროდუქტებსა და სერვისებს, რომლებიც ზოგავს მათ დროს და კომფორტულს ხდის ფინანსური მომსახურების მიღებას. 2022 წლის განმავლობაში, ჩვენმა გუნდმა მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა და განსაკუთრებული შედეგები აჩვენა ბაზისბანკის სტრატეგიული პრიორიტეტების განხორციელების მიმართულებით. შედეგად, ბანკის ძირითადი ფინანსური მაჩვენებლები დინამიურად გაიზარდა. ჩვენს მიერ დასახული ამბიციური გეგმები და მომხმარებლისთვის შეთავაზებული საუკეთესო მომსახურება გვარწმუნებს, რომ მიმდინარე წელსაც განსაკუთრებულ შედეგებს მივაღწევთ" - აღნიშნა ბაზისბანკის გენერალურმა დირექტორმა, დავით ცაავამ.
ლიბერთიმ 2026 წლის I ნახევარი სტაბილური ზრდითა და ძლიერი ფინანსური შედეგებით დაასრულა
ბაზისბანკი 2026 წლის 6 თვის ფინანსური შედეგებით მომგებიანი ბანკების სამეულშია
ტრამპი: ირანთან მოლაპარაკებების შედეგები 48 საათში გახდება ცნობილი
კრისტოფერ ნოლანმა ვირუსულ ინტერვიუში მწვავედ უპასუხა ფილმ Odyssey-ს კრიტიკოსებს
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)