11:06 - 05 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-14 19:10:17, 1666 ნახვა

ომი უკრაინაში
ევროპარლამენტის პრეზიდენტი - ვლადიმერ პუტინის ნდობა არ შეიძლება, ის არ გაჩერდება

ომის დროს ვისწავლეთ ან საბოოლოდ გავიგეთ, რომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ნდობა არ შეიძლება, ის არ გაჩერდა 2008 წელს, არ გაჩერდა 2014 ში და არ ჩერდება ახლაც, - ამის შესახებ ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ განაცხადა.

მისივე თქმით, ევროპელი პარტნიორები არ დაუშვებენ ომის ფონზე გადაღლას და ისინი უკრაინას იქამდე დაუდგებიან გვერდით, სანამ ამის საჭიროება იარსებებს.

„ჩვენ უფრო მეტად ყურადღებით უნდა მოგვესმინა ჩვენი მეგობრებისთვის ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან. 2022 წლის 24 თებერვალს ომის დაწყებისთანავე ეს განვაცხადეთ. სასურველია ეს უფრო ადრე გაგვეკეთებინა. ამ ომის დროს ვისწავლეთ ან საბოოლოდ გავიგეთ, რომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ნდობა არ შეიძლება. ის არ გაჩერდა 2008 წელს, არ გაჩერდა 2014 ში და არ ჩერდება ახლაც. ჩვენ ვართ ერთიანი, მკაფიო და მტკიცე, როგორც გლობალური საზოგადოება რუსეთის აგრესიულ ქმედებებზე საპასუხოდ. ჩვენ არ დავუშვებთ ომით გადაღლას და ვიქნებით უკრაინის გვერდით მანამდე, ვიდრე ამის საჭიროება იქნება. ეს მხარდაჭერა ეხება ფინანსურ, სამხედრო, ლოჯისტიკურ, პოლიტიკურ, ჰუმანიტარულ მიმართულებებს, ისევე როგორც უკრაინის დახმარება ევროინტეგრაციის გზაზე“, - განაცხადა მეცოლამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სხვისი ფულადი თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე საქართველოსა და ნიგერიის მოქალაქეები დააკავა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ლიბერთიმ 2026 წლის I ნახევარი სტაბილური ზრდითა და ძლიერი ფინანსური შედეგებით დაასრულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics