14:28 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-14 17:15:04, 1973 ნახვა

პოლიტიკა
S&D - უარვყოფთ ირაკლი ღარიბაშვილის მავნე განცხადებას, რომ ევროპარლამენტს საქართველოს ომში ჩათრევა სურს

ჩვენ ვგმობთ განცხადებას, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გააკეთა, - ასე გამოეხმაურა ევროპის პარლამენტის სოციალისტთა და დემოკრატთა პროგრესული ალიანსი ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, რომლის მიხედვითაც ევროპარლამენტს სურს საქართველოს ჩათრევა რუსეთის ომში უკრაინის წინააღმდეგ.

მათივე თქმით, განცხადება, რომ ევროპარლამენტს რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებულ ომში საქართველოს ჩათრევა სურს არის ცრუ და მავნებლური.

"ჩვენ უარვყოფთ ცრუ, მავნე განცხადებას, რომელიც საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა კვირას ქართულ ტელევიზიაში მიცემულ ინტერვიუში გააკეთა, რომლის თანახმად, ევროპარლამენტს სურს საქართველოს ჩათრევა რუსეთის ომში უკრაინის წინააღმდეგ", - ნათქვამია განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე თელავის სტიქიაზე - ნებართვები არასწორად იყო გაცემული. ასე მიმაჩნია, თუმცა შევისწავლით
აქტივისტ ისაკო დევიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა - ის საპატიმროს 6 თვეში დატოვებს
14-16 ივლისს საქართველოში მოსალოდნელია მაღალი ტემპერატურის ფონზე დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი
კობახიძე - ქვეყანა იმართება ეფექტიანად, მათ შორის ეკონომიკური თვალსაზრისით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics