14:28 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-14 16:35:32, 1065 ნახვა

პოლიტიკა
მიშელი - საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭება ისტორიული შესაძლებლობაა, რომელიც არ უნდა იქნას გაშვებული

რეფორმების კუთხით პროგრესი კვლავ გადამწყვეტია, - ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ბრიუსელში საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ განცხადებას ავრცელებს. 

როგორც შარლ მიშელი წერს, ევროკომისიის გადაწყვეტილება, რომ საქართველოს ევროპული პერსპექტივა მიანიჭოს, ისტორიული შესაძლებლობაა, რომელიც ქვეყანამ ხელიდან არ უნდა გაუშვას. 

"პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს კიდევ ერთხელ დავუდასტურე ევროკავშირის ერთგულება საქართველოს ევროპულ გზაზე. მე ასევე მივესალმე მის როლს საქართველოს ხალხის მისწრაფებების წინსვლაში.

ევროკომისიის გადაწყვეტილება საქართველოს მიანიჭოს ევროპული პერსპექტივა არის ისტორიული შესაძლებლობა, რომელიც ხელიდან არ უნდა იქნას გაშვებული. 

რეფორმების კუთხით პროგრესი კვლავ გადამწყვეტია",- წერს შარლ მიშელი. 

აღსანიშნავია, რომ მანამდე საქართველოს პრეზიდენტი სამუშაო ვიზიტით აშშ-ში იმყოფებოდა და  ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველს, ჯეიკ სალივანს შეხვდა, ასევე მონაწილეობა მიიღო ნიუ იორკში, გაერო-ს ეკონომიკური და სოციალური საბჭოს ქალთა სტატუსის შესახებ კომისიის 67-ე სესიაში.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე თელავის სტიქიაზე - ნებართვები არასწორად იყო გაცემული. ასე მიმაჩნია, თუმცა შევისწავლით
აქტივისტ ისაკო დევიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა - ის საპატიმროს 6 თვეში დატოვებს
14-16 ივლისს საქართველოში მოსალოდნელია მაღალი ტემპერატურის ფონზე დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი
კობახიძე - ქვეყანა იმართება ეფექტიანად, მათ შორის ეკონომიკური თვალსაზრისით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics