|
2023-03-14 15:27:43, 1305 ნახვა
სამართალი
საქართველოს უნივერსიტეტი ღარიბაშვილისა და კობახიძის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელს შეიტანს
საქართველოს უნივერსიტეტის რექტორის, კოკა თოფურიას განცხადებით, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელს შეიტანენ. ამის შესახებ თოფურიამ ცოტა ხნის წინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. საქართველოს უნივერსიტეტის რექტორის თქმით, ბოლო პერიოდში კეთდება განცხადებები, რომლებიც მიზნად უნივერსიტეტისა და სტუდენტების დისკრედიტაციას ისახავს. "უკიდურესად შეშფოთებული ვართ იმ განცხადებებით, რაც ბოლო დღეებში გვესმის ჩვენი უნივერსიტეტის მისამართით. ეს სიცრუეზე აგებული კამპანია მიზნად ისახავს უნივერსიტეტისა და მისი სტუდენტების დისკრედიტაციას... ცილისწამებისთვის, დეზინფორმაციისთვის, საქმიანი რეპუტაციის შელახვისთვის ბატონების - ირაკლი კობახიძისა და ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ, დღეს შეგვაქვს სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლოში. ყველაფერი ეს კეთდება იმისთვის, რომ ვერავინ შეძლოს ახლა და მომავალში, ჩვენს სტუდენტებს უთხრას ვინმემ, რომ მათი უნივერსიტეტი კორუფციული გარიგებით შეიქმნა. ვწუხვართ, რომ ხელისუფლება მოქცეულია იმ იდეოლოგიური პროპაგანდის ტყვეობაში, რასაც პუტინის პროპაგანდისტები დიდიხანია ავრცელებენ - თითქოს, პოლიტიკური პროცესი სადღაც მტრულ დასავლეთში, ევროპაში, ამერიკაში იგეგმება მასონების თუ სხვა მითიური მტრების მიერ და ხორციელდება NGO-ების მიერ, ხოლო ხალხი, მათ შორის სტუდენტები და ცნობილი მეცნიერები, მოტყუებული, ბრმა იარაღია. მიუღებელი და შეურაცხმყოფელია ასეთი დამოკიდებულებები ჩვენი სტუდენტების მიმართ", - განაცხადა კოკა თოფურიამ. შეგახსენებთ, "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ "უცხოური აგენტების შესახებ" კანონპროექტის წინააღმდეგ გამართულ აქციებზე საუბრისას განაცხადა, რომ მოხდა აქციებში მონაწილე "ექსტრემისტული ახალგაზრდული პოლიტიკური დაჯგუფებების" გაშიფვრა. კობახიძის თქმით,„ნაცმოძრაობასთან", „გირჩი - მეტი თავისუფლებასთან", „სირცხვილიასთან" და „დროასთან" ერთად, „ფრანკლინის კლუბის" აქტიურობა გამოიკვეთა. „ფრანკლინის კლუბი" არის უცხოური გავლენის აგენტი, რომელიც ასეულობით ათასი ლარით ფინანსდება... ფრანკლინის კლუბი" პოლიტიკური აქტივიზმისთვის ახორციელებს როგორც სტუდენტების, ისე არასრულწლოვანი სკოლის მოსწავლეების რეკრუტირებას. სტუდენტების მობილიზაცია წარმოებს არსებითად ორი უნივერსიტეტის ბაზაზე. ესენია - კახა ბენდუქიძის მიერ თავის დროზე 1 ლარად მითვისებული „თავისუფალი უნივერსიტეტი" და გიული ალასანიას მიერ ასევე 1 ლარად მითვისებული „საქართველოს უნივერსიტეტი". აქტივობებისათვის „ფრანკლინის კლუბი" აქტიურად იყენებს „საქართველოს უნივერსიტეტის" ინფრასტრუქტურას. კლუბის მრჩეველთა საბჭოს წევრები არიან ორივე ზემოაღნიშნული უნივერსიტეტის რექტორები, ვატო ლეჟავა და კონსტანტინე თოფურია, აგრეთვე სხვა რეაქციონერი ნაციონალები, როგორებიც არიან ლევან რამიშვილი, გია ნოდია და სხვები", - განაცხადა კობახიძემ დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე.
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ ახალგორელ თამაზ გოლოევს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
ბოჭორიშვილი - გვექნება შესაძლებლობა, ჰერჩინსკი ვიხილოთ საგარეო საქმეთა სამინისტროში
პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ შენახვისთვის და გავრცელებისთვის POG-მა 2 პირი დააკავა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)