15:19 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-14 13:24:13, 1043 ნახვა

საზოგადოება
„საქართველოს ბანკის“ ბიზნეს ინტერნეტბანკს ახალი ფუნქციონალები დაემატა

"საქართველოს ბანკი", როგორც ბიზნესის საჭიროებებზე ორიენტირებული ბანკი, მუდმივად ცდილობს მათ ინოვაციური სერვისები და პროდუქტები შესთავაზოს. ამჯერად, ბანკმა ბიზნეს ინტერნეტბანკში ახალი ფუნქციონალები - სესხის მოთხოვნისა და ფინანსური  სერვისების სრულიად ონლაინ ათვისების პროცესი - თანხის მოთხოვნა და შაბლონის შეხსენება დაამატა.

ფინანსური ლიმიტის ათვისება გულისხმობს იმას, რომ ამიერიდან, ფინანსურ ჯგუფში შემავალ ბიზნესს ონლაინ შეუძლია ბიზნეს ინტერნეტბანკიდან ნახოს და აითვისოს წინასწარ დამტკიცებული ფინანსური ლიმიტი. იმ შემთხვეაში კი, თუ მომხმარებელს არსებული ლიმიტის გაზრდა სურს, შესაძლებლობა აქვს ონლაინ მოითხოვოს გაზრდილი სესხის ლიმიტი.

კიდევ ერთი ახალი ფუნქციონალი თანხის მოთხოვნაა, რომელიც ბიზნესს შესაძლებლობას აძლევს, მაქსიმალურად გაუმარტივოს სხვა ბიზნესთან თანხის გადარიცხვის პროცედურები. კონკრეტულად, მომხმარებლისგან მოითხოვოს ჩასარიცხი თანხა, ნახოს თანხის რა ნაწილია ჩარიცხული ან ჩასარიცხი.

ბიზნეს ინტერნეტბანკის კიდევ ერთი ახალი ფუნქციონალი - შაბლონის შეხსენებაა. ბიზნესს ხშირად აქვს ფიქსირებული ხარჯები, რომლის გადარიცხვებიც სისტემტურად უწევს. იმისათვის, რომ ბიზნესს ყოველჯერზე  აღარ მოუწიოს  მიმღების ინფორმაციის ხელახლა შევსება, ბიზნეს ინტერნეტბანკს აქვს შაბლონის შექმნის შესაძლებლობა. სწორედ ამ შაბლონების მოდულს დაემატა შეხსენების ფუნქციონალი, რომლის დაყენებაც შესაძლებელია, როგორც უკვე  არსებულ, ასევე ახალი შაბლონის შექმნისას, თარიღისა და სიხშირის მითითების მიხედვით.

იმისთვის, რომ გახდეთ "საქართველოს ბანკის" ბიზნეს მომხმარებელი, ეწვიეთ აღნიშნულ  ბმულს.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი: პრეზიდენტ ზელენსკის მოუწია ირაკლი კობახიძესთან მისვლა და საუბარი
რასა იუკნევიჩიენე: ახლა საქართველო ყველაზე ცუდ კანდიდატებს შორისაა
თიბისის 5 ჯილდო The Digital Banker-ისგან საუკეთესო ციფრული გამოცდილება აღმოსავლეთ ევროპაში
ჯანდაცვა: იზრდება სოცდაუცველი და მრავალშვილიანი ოჯახებისთვის დენის სუბსიდირების თანხა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics