00:39 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-12 14:22:35, 904 ნახვა

პოლიტიკა
მერაბიშვილი - ვაპირებთ, დავიწყოთ მასობრივი საპროტესტო აქციები - ჩვენი მთავარი მიზანი ხელისუფლების შეცვლაა

ჩვენ ვაპირებთ, დავიწყოთ მასობრივი საპროტესტო აქციები, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა 10 მარტს, Ukrinform-ის მედიაცენტრში განაცხადა.

მერაბიშვილმა გლობალური ინიციატივის, SAVE MISHA-ს თემაზე დისკუსიის დროს აღნიშნა, რომ საპროტესტო აქციების მთავარი მიზანი საქართველოში ხელისუფლების შეცვლა იქნება.

„ჩვენ ვაპირებთ და დარწმუნებული ვარ, რომ ქართული საზოგადოება მხარს დაგვიჭერს, დავიწყოთ მასობრივი საპროტესტო აქციები. ჩვენი მთავარი მიზანია ხელისუფლების შეცვლა და საქართველოში პროდასავლური, პროუკრაინული მთავრობის მოსვლა, რომ უკრაინა არ იყოს მარტო, რადგან ჩვენ პრაქტიკულად მოკავშირეები ვართ. ერთად უნდა ვიყოთ და ერთად ვიზეიმოთ არა მხოლოდ რუსეთზე გამარჯვება, არამედ ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანება. დარწმუნებული ვარ, რომ ეს გაზაფხული და ზაფხული საქართველოს პრობლემების გადაწყვეტის კუთხით ძალიან საინტერესო იქნება“, - განაცხადა ვანო მერაბიშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics