|
2023-03-11 11:50:13, 1030 ნახვა
სამართალი
ევროსასამართლომ ოკუპირებულ აფხაზეთში ადამიანის უფლებათა დარღვევებზე პასუხისმგებლობა რუსეთს დააკისრა
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2023 წლის 7 მარტს მიღებული გადაწყვეტილებით დაადგინა, რომ რუსეთი პასუხისმგებელია ოკუპირებულ აფხაზეთში 2001 წელს ლევან მამასახლისისა და 2003 წელს გრიგოლ ნანავასთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და არასათანადო მოპყრობისთვის. სასამართლომ დაადგინა, რომ მათი დაკავება და პატიმრობაში დატოვება უკანონო იყო და რომ მამასახლისი არაადამიანურ და ღირსების შემლახველ მოპყრობას ექვემდებარებოდა. მეტიც, სასამართლოს ცნობით, არც ერთ მამაკაცს არ მიუღია ადეკვატური სამედიცინო დახმარება და დაირღვა სამართლიანი სასამართლოს უფლებაც. "სასამართლოს გადაწყვეტილებით, რუსეთი, აფხაზეთის პოლიტიკური და ეკონომიკური მხარდაჭერითა და მისი ხელისშემშლელი სამხედრო ჩართულობით, ახორციელებდა ეფექტურ კონტროლს ტერიტორიაზე და შესაბამისად, ჰქონდა იურისდიქცია საჩივარზე",- წერია სასამართლოს გადაწყვეტილებაში. გარდა ამისა, სასამართლომ დაასკვნა, რომ საქართველო დარღვევებზე პასუხისმგებელი არ არის, რადგან იმ დროს მას არ ჰქონდა კონტროლი აფხაზეთის ტერიტორიაზე. მიუხედავად ამისა, სასამართლოს განმარტებით, საქართველომ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ კონვენციით გათვალისწინებული უფლებები დაცული ყოფილიყო. აღსანიშნავია, რომ ეს გადაწყვეტილება პირველია, სადაც 2008 წლამდე ჩადენილ დანაშაულებებზე სასამართლო პასუხისმგებლობას რუსეთს აკისრებს. ევროსასამართლომ რუსეთს მამასახლისისა და ნანავასთვის არამატერიალური ზიანის ასანაზღაურებლად 35 000 ევრო, ხოლო სასამართლო ხარჯებისთვის ორივესთვის ჯამში 23 300 ევრო დააკისრა. ცნობისთვის, ლევან მამასახლისი 2001 წლის აგვისტოში, ხოლო გრიგოლ ნანავა 2003 წლის ივნიში დააკავეს. დაკავებისას მამასახლისი საავადმყოფოში იმყოფებოდა, მან მძიმე დაზიანებები მიიღო მას შემდეგ, რაც ხელებში ხელნაკეთი ხელყუმბარა აუფეთქდა, რის შედეგადაც მარჯვენა ხელი და მარცხენა ხელის სამი თითი დაკარგა, ასევე დაიზიანა გულმკერდი, მუცელი და ორივე თვალი. ხოლო 81 წლის გრიგოლ ნანავა აფხაზეთსა და სამეგრელოს შორის ადმინისტრაციული საზღვრის კვეთისას დააკავეს. ე.წ. სასამართლომ მამასახლისი სამშობლო ღალატში, ხოლო ნანავა ტერორიზმში დაადანაშაულა და 12 და 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ. მოგვიანებით, 2005 წლის მაისში აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ ნანავა შეიწყალა, ხოლო 2007 წელს მამასახლისი ქართულ მხარეს გადასცეს. საქართველოს პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ მამასახლისი აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან დაექვემდებარა ძალადობას, დამცირებასა და წამებას, რათა მას ღალატი, ტერორიზმში მონაწილეობა და საქართველოს სასარგებლოდ ჯაშუშობა ეღიარებინა.
Euromoney-მ საქართველოს ბანკი CEE კატეგორიაში საუკეთესო ბანკად დაასახელა კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით
პუტინმა ოკუპირებული აფხაზეთის განვითარების ხელშეწყობის შეთანხმება დაამტკიცა
კახა კალაძე რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციაზე: ზოგიერთი პოლიტიკური ჯგუფი ცდილობს, ადამიანების უსაფრთხოებაც კი სპეკულაციად აქციოს
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)