16:11 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-10 17:00:23, 1066 ნახვა

საზოგადოება
სააკაშვილი საპროტესტო აქციებზე - ამ ყველაფერში გამოვლინდა ჩვენი თავისუფლების მოყვარეობის გენეტიკური კოდი

ამ ყველაფერში გამოვლინდა მთავარი რამ, ჩვენი გენეტიკური კოდი თავისუფლების მოყვარეობის,- ასე ეხმაურება საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 7-8 მარტს საპროტესტო აქციებზე განვითარებულ მოვლენებს.

მისი თქმით, აქციის მონაწილეები ბელორუსებზე ბევრად მაგრად იბრძოდნენ ბარიკადებზე და მთელ რიგ ელემენტებში უკრაინელებსაც. 

"ამ თაობამ არ იცის თუ რას ნიშნავს უნივერსიტეტში ქრთამით მოწყობა. 
მათ უკვე პირველ კლასში ყველას დავურიგეთ კომპიუტერები და თითქმის ყველა სკოლაში
შევიყვანეთ ამერიკელი მასწავლებელი და დავავიწყეთ რუსული.
სკოლებში მანდატურებმა შეიტანეს უსაფრთხოება.
მოკლედ გატარდა თანასწორობის გარემოს შექმნის პოლიტიკა.
ამავე თაობამ ნახა ხელისუფლების არჩევნებით ცვლილება.
ამ დღეებში ამ ყველაფრის მონაპოვარი მიიღო საქართველომ.
გარდა ამისა ამ ყველაფერში გამოვლინდა მთავარი რამ, ჩვენი გენეტიკური კოდი თავისუფლების მოყვარეობის.
მინდა ვთქვა რომ ბელორუსებზე ბევრად მაგრად იბრძოდნენ ბარიკადებზე და მთელ რიგ ელემენტებში უკრაინელებსაც 
აჯობეს. მართლა საამაყოები ხართ!
P.S
მიხარია რომ ნიკუშა და ალისაც იყვნენ ყველა მიტინგზე - ალისამ მიტინგი,
როგორც ზეიმი ისე აღიქვა",- წერს სააკაშვილი.

შეგახსენებთ, რომ 7-8 მარტს საქართველოს პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა, სადაც აქციის მონაწილეები მმართველი პარტიისგან "უცხოური აგენტების" კანონპროექტის ჩაგდებას აქციების დროს დაკავებული პირების გაათავისუფლებას ითხოვდნენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსთავი 2: ევროპული სახელმწიფოს სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის გიორგი უძილაური დააკავეს
პაპუაშვილი: პრეზიდენტ ზელენსკის მოუწია ირაკლი კობახიძესთან მისვლა და საუბარი
რასა იუკნევიჩიენე: ახლა საქართველო ყველაზე ცუდ კანდიდატებს შორისაა
თიბისის 5 ჯილდო The Digital Banker-ისგან საუკეთესო ციფრული გამოცდილება აღმოსავლეთ ევროპაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics