|
2023-03-10 12:48:35, 1043 ნახვა
პოლიტიკა
ნაცვლიშვილი - არ უნდა გავჩერდეთ, სანამ მარტო რუსული კანონი კი არა, რუსული ხელისუფლება არ შეიცვლება
არ უნდა გავჩერდეთ, სანამ მარტო რუსული კანონი კი არა, რუსული ხელისუფლება არ შეიცვლება, - ამის შესახებ პარტია "ლელო საქართველოსთვის" წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა. როგორც ნაცვლიშვილმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, დროა, საქართველო დაბრუნდეს შინ - ევროპაში. "არ უნდა გავჩერდეთ, სანამ მარტო რუსული კანონი კი არა, რუსული ხელისუფლება არ შეიცვლება და არ გვეყოლება ქართული, ევროპული ხელისუფლება; სანამ არ ვიქნებით შინ - ევროპაში. ამიტომ, ჩვენ, პოლიტიკოსები, ვინც ვემორჩილებით თქვენს ნებას და ვიქნებით თქვენი ნების გამომხატველები და აღმასრულებლები, გავიშლებით საქართველოს თითოეულ ქალაქსა თუ სოფელში, მივალთ თითოეულ ქუჩაზე და დაველაპარაკებით ყველას იმისთვის, რომ ამ წუთიდან ერთობლივად, გამჭვირვალედ შევასრულოთ ის გეგმა და გავიაროთ ის გზა, რომლითაც დავბრუნდებით შინ - ევროპაში", - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა. შეგახსენებთ, დღეს, 10 მარტს საქართველოს პარლამენტმა „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტი მეორე მოსმენით ჩააგდო. საკანონმდებლო ორგანოს პლენარულ სხდომას 112 დეპუტატი ესწრებოდა. მათგან კანონპროექტის წინააღმდეგ 35 კანონმდებელი წავიდა, 1-მა კი, მხარი დაუჭირა. ანტიდასავლური მოძრაობა "ხალხის ძალის" კანონპროექტი ვენეციის კომისიიდან პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გუშინ, 9 მარტს გამოიწვია. გამოწვევის გადაწყვეტილება „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა საბჭომ, „ხალხის ძალამ“ და საპარლამენტო უმრავლესობამ მას შემდეგ მიიღო, რაც პარლამენტის შენობასთან არაერთი მასობრივი საპროტესტო აქცია გაიმართა. პარლამენტში „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტი პირველი მოსმენით 7 მარტს მიიღეს, 8 მარტს კი, პარლამენტის თავმჯდომარემ ის ვენეციის კომისიაში გადააგზავნა. მანამდე, კანონპროექტს მხარი 2 მარტს, საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, 6 მარტს კი, იურიდიულ კომიტეტზე დაუჭირეს. ანტიდასავლურმა მოძრაობა „ხალხის ძალამ" საქართველოს პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი თებერვალში დააინიცირა. კანონპროექტის მიხედვით, შეიქმნება უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი, სადაც დარეგისტრირდება ყველა ის არასამეწარმეო იურიდიული პირი და მედიასაშუალება, რომელთა შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოური ძალების მიერ ფინანსდება. საზოგადოებრივი კრიტიკის შემდეგ, "ხალხის ძალამ" კანონპროექტის მეორე ვარიანტიც დააინიცირა, რომელიც მათივე მტკიცებით, "ამერიკული კანონის ანალოგია" და რუსულ ვერსიასთან შედარებით, "ნაკლებად ლიბერალური" იყო.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)