|
2023-03-10 10:53:06, 1066 ნახვა
პოლიტიკა
სიმონიანი - 2008 წლის აგვისტოს განმეორების შემთხვევაში, ლოლიაობას არავინ დაიწყებს და პირდაპირ თბილისს დაარტყამენ
2008 წლის აგვისტოს განმეორების შემთხვევაში, საქართველოს ლოლიაობას არავინ დაუწყებს და იქ ჯარებს არავინ გაგზავნის, არამედ პირდაპირ თბილისს დაარტყამენ,- აღნიშნულის შესახებ რუსული პროპაგანდისტული მედია Russia Today-ს მთავარი რედაქტორი, მარგარიტა სიმონიანი Telegram-ზე წერს. სიმონიანის თქმით, რუსეთის ფედერაცია არასდროს ყოფილა "თბილისის რუსეთი". "თბილისში პროტესტის მონაწილეები ყვირიან: "სოხუმი! სოხუმი". სინამდვილეში, თავიდანვე ცხადი იყო, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ მეორე ფრონტის გასახსნელად იყო საჭირო ჩვენთვის. ჩემი მეგობრის სტივენ კოენის სიკვდილის შემდეგ, (რომელმაც, სხვათა შორის, ჯერ კიდევ 15 წლის წინ მითხრა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ იცოცხლოს იმ დრომდე, მაგრამ აუცილებლად ნახავს, როგორ გაიყოფა უკრაინა ორ ნაწილად) მათ კრემლოლოგები არ დარჩენიათ და არავინ არის, ვინც ეტყვის, რომ 2008 წლის აგვისტოს განმეორების შემთხვევაში, საქართველოს ლოლიაობას არავინ დაუწყებს და იქ ჯარებს არავინ გაგზავნის, არამედ პირდაპირ თბილისს დაარტყამენ, დიდი გარჩევის გარეშე - სულ მცირე, იმის გამო, რომ: 1. ახლა სენტიმენტების დრო არაა, 2. თბილისში არაა კიევ-პეჩერის ლავრა 3. ჩვენს ქვეყანაში არავინ თვლიდა და არ თვლის თავის თავს ქართველებთან ერთ ხალხად და რუსეთის ფედერაცია არასდროს ყოფილა "თბილისის რუსეთი". ასე რომ, ტყუილად წამოიწყეთ ეს ყველაფერი. შეიცოდეთ ლამაზი ქალაქი და მისი მცხოვრებების ტემპერამენტი. რადგან თავად არ იცოდებენ თავებს",- წერს სიმონიანი.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)