01:35 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-09 18:53:43, 751 ნახვა

პოლიტიკა
პაპუაშვილი - ძალიან იმედგაცრუებული ვარ პრეზიდენტის პოზიციით, რომელმაც გუშინ ძალადობის რომანტიზება მოახდინა

ძალიან იმედგაცრუებული ვარ პრეზიდენტის პოზიციით, რომელმაც გუშინ რომანტიზება მოახდინა ამ ძალადობის და ვიდეო დადო აღწერით - "სირენების ფონზე მოცეკვავე თინეიჯერები", - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. 

მისივე თქმით, ეს არ არის ის დამოკიდებულება, რომელიც პრეზიდენტის უნდა ჰქონდეს პარლამენტს მიმართ, ვინაიდან ინსტიტუტების პატივისცემა მნიშვნელოვანია.

"მე ძალიან იმედგაცრუებული ვარ პრეზიდენტის პოზიციით, რომელმაც გუშინ გარკვეულწილად რომანტიზება მოახდინა ამ ძალადობის, როდესაც მან ერთ-ერთი ვიდეო დადო აღწერით - "სირენების ფონზე მოცეკვავე თინეიჯერები". და ეს სირენები, შეგახსენებთ, იყო საპოლიციო ღონისძიების სირენები, ეს ნიშნავდა, რომ იქ იყო ძალადობა და ამიტომ პოლიციას უწევდა წესრიგის აღდგენა.

როდესაც პრეზიდენტი ამის რომანტიზებას ახდენს, როგორც სირენების ფონზე მოცეკვავე თინეიჯერებისა, ეს, რა თქმა უნდა, არ არის ის დამოკიდებულება, რომელიც პრეზიდენტის უნდა ჰქონდეს პარლამენტს მიმართ და მე, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, ვალდებული ვარ, ამას ხაზი გავუსვა. იმის მიუხედავად, რა ემოციური დამოკიდებულება შეიძლება ჰქონდეს ამა თუ ამ ადამიანს, მათ შორის პრეზიდენტს ამა თუ იმ საკითხის მიმართ, ინსტიტუტების პატივისცემა არის მნიშვნელოვანი", - განაცხადა პაპუაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა Facebook-ის პირად გვერდზე საპროტესტო აქციაზე გადაღებული ვიდეო გააზიარა, სადაც მშვიდობიანი მომიტინგეები პოლიციის მანქანის სირენების ხმაზე ცეკვავენ და დაწერა, რომ "ახალგაზრდა თაობა მაგრები არიან". 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics