|
2023-03-09 17:00:07, 1218 ნახვა
პოლიტიკა
არძინბა - თბილისის აქციაზე შეკრებილები დავალებებს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტისგან იღებენ
დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი ინალ არძინბა თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით, ტელეგრამის საშუალებით განცხადებას ავრცელებს. არძინბას თქმით, აქციაზე შეკრებილ მოქალაქეებს დირექტივებს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი და თბილისში შეერთებული შტატების საელჩო აძლევს. მისი თქმით, უნდა აღინიშნოს არასამთავრობო სექტორის დესტრუქციული როლი აღნიშნული ღონისძიებების მომზადებაში. „ძვირფასო თანამემამულენო! აფხაზეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო აკვირდება საქართველოში არსებულ ვითარებას. მიგვაჩნია, რომ ეს არის პოსტსაბჭოთა სივრცეში ხელისუფლების ძალისმიერი მეთოდებით დამხობის კიდევ ერთი მცდელობა. ე.წ. მშვიდობიანი მომიტინგეები მიმართავენ შემდეგ მეთოდებს: მოლოტოვის კოქტეილებს, ქუჩების დაკეტვას და აგრესიული ქცევის სხვა ფორმებს. ეს ნათლად მიუთითებს იმაზე, რომ მათ დავალება აქვთ მიცემული აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისა და თბილისში აშშ-ს საელჩოს შესაბამისი დეპარტამენტებისგან. ამას გარდა, აღსანიშნავია არასამთავრობო ორგანიზაციების დესტრუქციული როლი ამ ღონისძიებების მომზადებაში. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ აფხაზეთის პრეზიდენტი მუდმივად აკვირდება სიტუაციას, არის მუდმივ კონტაქტში აფხაზეთის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობასთან და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელობასთან. ჩვენი სახელმწიფო საზღვარი აფხაზური და რუსული სპეცრაზმის საიმედო დაცვის ქვეშაა.
საქართველოს ბანკის ივლისის PLUS შეთავაზებები - დააგროვეთ მეტი PLUS ქულა ყოველდღიურ გადახდებზე
პაპუაშვილი ელისაშვილის წინააღმდეგ: ტერორისტებიც ამბობენ, რომ უსამართლობას ებრძვიან
“მცირე ბიზნესის ჯაჭვი” - საქართველოს ბანკი ახალი ინიციატივით ბიზნესებს შორის თანამშრომლობას აძლიერებს
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამაში, ივნისის თვეში, 600 მეწარმე ჩაერთო
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)