|
2023-03-09 13:49:08, 782 ნახვა
პოლიტიკა
DRI - პლენარულ სხდომაზე ერთი მოსმენით მიღებული კანონის პროექტის განცხადებით გაწვევა შეუძლებელია
პლენარულ სხდომაზე ერთი მოსმენით მიღებული კანონის პროექტის განცხადებით გაწვევა შეუძლებელია, - ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც "დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი" "უცხოური აგენტების" კანონპროექტის გაწვევასთან დაკავშირებით ავრცელებს. ორგანიზაცია მოუწოდებს ხელისუფლებას, დაიცვან კანონის პროექტის გამოთხოვასთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი პროცედურები; კანონპროექტი განიხილონ და ჩააგდონ პლენარულ სხდომაზე; დაუყოვნებლივ გაიწვიონ მეორე კანონპროექტი „უცხოური გავლენის აგენტების" შესახებ, ინიციატორი ყველა პარლამენტის წევრის ერთობლივი წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე და ვენეციის კომისიიდან ორივე კანონპროექტი გამოიწვიონ. "დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი" ეხმიანება 9 მარტს „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს და საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან გავრცელებულ ერთობლივ განცხადებას, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის პროექტის გაწვევასთან დაკავშირებით. განცხადებაში არაფერია ნათქვამი მეორე, „უცხოური აგენტების რეგისტრაციის“ შესახებ კანონის პროექტზე და მასთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებაზე. მიუხედავად მმართველი პარტიის აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის განცხადებისა, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ 9 მარტს განიხილებოდა, საქართველოს პარლამენტმა კანონპროექტი პლენარულ სხდომაზე 7 მარტს პირველი მოსმენით განიხილა და 76 ხმით მიიღო, რამაც მასობრივი პროტესტი გამოიწვია. ხელისუფლების მხრიდან არაპროპორციული ძალის გამოყენებამ და უსაფუძვლო დაკავებებმა პროტესტი უფრო მასშტაბური გახადა. 8 მარტს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ვენეციის კომისიას მიმართა თხოვნით, განეხილა კანონპროექტები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობისა“ და „უცხოური აგენტების რეგისტრაციის“ შესახებ. 8-9 მარტის ღამეს პოლიციამ შეკრების მშვიდობიანი მონაწილეების მიმართ წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი და წიწაკის სპრეი კვლავ გამოიყენა. მიუხედავად ამისა, შეკრების მონაწილეები გათენებამდე არ დაშლილან. ამ ფონზე 9 მარტს მმართველმა პარტიამ გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც „უპირობოდ, ყოველგვარი დათქმის გარეშე“ გაიწვიეს მათ მიერ „მხარდაჭერილი კანონპროექტი.“ "დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის" შეფასებით, იმის გათვალისწინებით, რომ მმართველი პარტიის მხრიდან საზოგადოების პროტესტის საფუძველზე გაკეთებული დათმობები არაერთხელ დაექვემდებარა რევიზიას, „ქართული ოცნების“ მიერ საკომიტეტო მოსმენებზე მხარდაჭერილი ორი კანონპროექტიდან მხოლოდ ერთი კანონის პროექტის „გაწვევა“ შეიძლება ემსახურებოდეს დროის მოგებას. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი პირველი მოსმენით უკვე მიღებულია. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი კი არ იცნობს პირველი მოსმენით მიღებული კანონის პროექტის განცხადებით გაწვევის შესაძლებლობას. ნიშანდობლივია ისიც, რომ მმართველმა პარტიამ არაფერი თქვა მეორე კანონის პროექტის „გაწვევაზე“, რომელიც 7 მარტის სესიაზე განხილული არ ყოფილა, მაშინ როდესაც ამ კანონპროექტის გამოთხოვა პროცედურულად უფრო მარტივად შეიძლება. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით, „კანონპროექტის ორი ან ორზე მეტი პარლამენტის წევრის მიერ ინიციირების შემთხვევაში კანონპროექტი პარლამენტიდან გათხოვილად ჩაითვლება კანონპროექტის ინიციატორი ყველა პარლამენტის წევრის ერთობლივი წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე.“ სწორედ ამიტომ, DRI მოუწოდებს მმართველ პოლიტიკურ ძალასა და ყველა იმ დეპუტატს, ვინც ხმა მისცა ინიციირებულ კანონის პროექტს:
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)