07:09 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-08 15:16:28, 1444 ნახვა

საზოგადოება
პოლიციამ აქციაზე MMA-ს ქართველი მებრძოლი, მათე სანიკიძე დააკავა

პოლიციამ რუსთაველის გამზირზე კანონპროექტის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე MMA-ს ქართველი მებრძოლი, მათე სანიკიძე დააკავა.

ინფორმაციას ამის შესახებ მისი მეუღლე ავრცელებს. 

სპორტსმენის მეუღლის განცხადებით, პროცესი დღეს ან ხვალ ჩაინიშნება. 

''მეგობრებო, მათე აქციაზე დააკავეს.. გადაყვანილია ბაკურიანში, ჩანიშნულია პროცესი - დღეს ან ხვალ. ვიმედოვნებთ, ყველაფერი იქნება კარგად და თავისუფლებისთვის მებრძოლ ჩემპიონსა და ქმარს მალე დავიბრუნებ(თ)''-, წერს მათე სანიკიძის მეუღლე მარიამ კბილაშვილი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტში „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტი პირველი მოსმენით გუშინ, 7 მარტს მიიღეს. პლენარულ სხდომაზე კანონპროექტს მხარი 76-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ კი, 13 წავიდა.

პროტესტის ნიშნად, რუსთაველის გამზირზე მოქალაქეები შეიკრიბნენ და კანონპროექტის წინააღმდეგ აქცია გამართეს. საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიაზე ვითარება უკიდურესად დაიძაბა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი რამდენჯერმე გამოიყენა და აქცია ძალის გამოყენებით დაშალა. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ აქციაზე 66 მოქალაქე დააკავა და გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა და 187-ე მუხლებით დაიწყო, რაც წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. 

 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics