17:05 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-07 15:21:18, 1109 ნახვა

საზოგადოება
იოსელიანი - გავაკეთებ ყველაფერს, რომ გავამართლო ის პოზიცია, რომელსაც ჰქვია საპატიო სახელი - სახალხო დამცველი

გავაკეთებ ყველაფერს, რომ გავამართლო ის პოზიცია, რომელსაც ჰქვია საპატიო სახელი - სახალხო დამცველი,- ამის შესახებ ლევან იოსელიანმა განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყნისთვის ძალიან რთულ მომენტში, მას დიდი პასუხისმგებლობა დაეკისრა.

"ამ ძალიან რთულ მომენტში ჩვენი ქვეყნისთვის, მე დამეკისრა ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და რათქმა უნდა ამ პასუხისმგებლობას ვაცნობიერებ. 

მე მინდა ყველას მადლობა გადაგიხადოთ, ვინც ნდობა გამოხატეთ ჩემს მიმართ, მაგრამ სიმართლე გითხრათ გამოვედი ტრიბუნაზე მხოლოდ იმის სათქმელად, რომ სამ ძალიან მამაც ქალს გადავუხადო მადლობა: თამარ კორძაიას, ხათუნა სამნიძეს და თეონა აქუბარდიას, რომლებმაც ერთი კვირის მანაძილზე უპრეცენდენტო წნეხს გაუძლეს იმისთვის, რომ ჩემთვის არ მოეცათ ხმა, ეს იყო მათზე განხორციელებული ბულინგი, თუმცა მიუხედავად ამისა მათ უერთგულეს თავიანთ სიტყვას და პრინციპებს. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ამ ქვეყანაში ქალების იმედი უნდა გვქონდეს, რომლებიც ბერვად უფრო მამაცები არიან, ვიდრე კაცი, რომელიც აქ უბრალოდ იმიტომ არ ზის, რომ მე ვერ შემომხედავდა თვალებში.

მადლობა ყველა თქვენგანს, ვინც ეს გადაწყვეტილება მიიღეთ, ვინც ნდობა გამომიცხადეთ, და მე გავაკეთებ ყველაფერს რომ გავამართლო ის პოზიცია, რომელსაც ძალიან საპატიო სახელი ჰქვია, ვიყო ყველა მოქალაქის სახალხო დამცველი",- განაცხადა იოსელიანმა.

ცნობისთვის, ცოტახნის წინ საქართველოს პარლამენტმა სახალხო დამცველის თანამდებობაზე ლევან იოსელიანი აირჩია. კენჭისყრის შედეგების მიხედვით, იოსელიანს მხარი 96-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ არავინ წასულა.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თიბისი ტექსკლა - მოსწავლეებისთვის ხელოვნური ინტელექტის შესწავლის ახალი შესაძლებლობები
რუსთავი 2: ევროპული სახელმწიფოს სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის გიორგი უძილაური დააკავეს
პაპუაშვილი: პრეზიდენტ ზელენსკის მოუწია ირაკლი კობახიძესთან მისვლა და საუბარი
რასა იუკნევიჩიენე: ახლა საქართველო ყველაზე ცუდ კანდიდატებს შორისაა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics