21:05 - 05 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-07 12:14:03, 770 ნახვა

ფრისტაილის, სნოუბორდისა და ფრისკის მსოფლიო ჩემპიონატი - „ბაკურიანი 2023“ დასრულდა

ფრისტაილის, სნოუბორდისა და ფრისკის მსოფლიო ჩემპიონატი - „ბაკურიანი 2023“ დასრულდა. მთელი ჩემპიონატის განმავლობაში სრულად იყო მობილიზებული შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფები, რომლებმაც უზრუნველყვეს „ბაკურიანი 2023“-ის მშვიდ და უსაფრთხო გარემოში ჩატარება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები დაბა ბაკურიანში 24 საათის განმავლობაში იცავდნენ საზოგადოებრივ წესრიგს, აგრეთვე, უცხოელი ვიზიტორების, დამსვენებლებისა და ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოებას.

"დაცვის პოლიციის თანამშრომლები ჩემპიონატის ღონისძიებების ტერიტორიებზე მყოფი მონაწილეებისა და გულშემატკივრების უსაფრთხოებას უზრუნველყოფდნენ. მოთხილამურე პატრულები სასრიალო ტრასებზე დამსვენებელთა, მათ შორის მოსრიალე ბავშვების უსაფრთხოებას იცავდნენ. საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები კი უზრუნველყოფდნენ შეჯიბრებაში მონაწილე სპორტსმენების უსაფრთხო და შეუფერხებელ გადაადგილებას, ასევე, დაწესებული სატრანსპორტო რეგულაციების აღსრულებას.

მოთხილამურე პატრულები სასრიალო ტრასებზე დამსვენებელთა უსაფრთხოების დაცვას სათხილამურო სეზონის დასრულებამდე განაგრძობენ. ასევე, სეზონის ბოლომდე მობილიზებული იქნებიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები, შესაბამისი ტექნიკითა და აღჭურვილობით, რათა საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყონ სახანძრო-სამაშველო ღონისძიებები.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ადგილობრივი დანაყოფები კი მუშაობას ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებენ",- აღნიშNულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სემეკის წევრი: ენგურჰესზე მიმდინარეობდა დაგეგმილი ტესტირება, მოხდა სისტემის სრულად გათიშვა
"საქართველოში იმყოფება კანონიერი საფუძვლის გარეშე" - შსს უნგრელი ჟურნალისტის დაკავებაზე
მოქალაქეები ისევ დენის გათიშვის შესახებ იუწყებიან
ბათუმში ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics