|
2023-03-07 11:25:24, 1401 ნახვა
სამართალი
თებერვალში უკანონო ტყითსარგებლობის 305 ფაქტი გამოვლინდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2023 წლის 01 თებერვლიდან 28 თებერვლის ჩათვლით, უკანონო ტყითსარგებლობის 305 ფაქტი გამოავლინეს. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ცნობით, მათ შორის, 258 ხე-ტყის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირებას ეხება, 47 კი, საამქროების მიერ ტექნიკური რეგლამენტის დარღვევისა და უკანონო სახერხი საამქროების ფაქტებია. სამართალდარღვევებიდან 11 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. "ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ყველაზე მეტი - 118 ფაქტი გამოვლენილია კახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე. ამასთანავე, იანვრის თვეში გამოვლენილ სამართალდარღვევებზე, კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ, დამატებით 70 ოქმი შედგა. ქვემო ქართლში დაფიქსირდა 44 სამართალდარღვევა, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 30, იმერეთში - 25, სამცხე-ჯავახეთში - 16, შიდა ქართლში - 8, აჭარაში - 7, მცხეთა-მთიანეთში - 6, რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთში - 2 და გურიაშიც 2 სამართალდარღვევა გამოვლინდა. ამავე პერიოდში, დაფიქსირდა სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 45 ფაქტი. ასევე, ამოღებულია 2 ერთეული არარეგისტრირებული სახერხი საამქრო. მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა", - ნათქვამია გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)