21:13 - 05 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-06 23:12:35, 1009 ნახვა

მდინარაძე - ჩვენ ცალ ფეხზე დგომას და ასკინკილით სიარულს ამ ქვეყანას არ ვუპირებთ, მყარად ვიდგებით და ისე გავხდებით ევროკავშირის წევრები

„ჩვენ ცალ ფეხზე დგომას და ასკინკილით სიარულს ამ ქვეყანას არ ვუპირებთ. ჩვენ მყარად ორ ფეხზე ვიდგებით და ისე გავხდებით ევროკავშირის წევრები, ისე გავხდებით ევროპის ოჯახის სრულფასოვანი წევრები და ეროვნულ თავმოყვარეობის შელახვის ხარჯზე ამ ყველაფერს არ გავაკეთებთ,“- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ვინ ლაპარაკობს, ამას კი არ ვაქცევთ ყურადღებას, ჩვენ პირველ რიგში, თუ თავმოყვარეობა გვაქვს ამ ქვეყანაში ადამიანებს და ქართული საზოგადოება არის ერთ-ერთი ყველაზე თავმოყვარე საზოგადოება და ყველაზე თავმოყვარე ერი, იმას კი არ ვუყურებთ აქედან გამომდინარე ვინ ამბობს, ჯერ ვისმენთ რას ამბობს და ვინც არ უნდა იყოს, თუ მისი გახმოვანებული ინფორმაცია შეიცავს სიცრუეს, ჩვენ ამას ვამბობთ მიუხედავად იმისა ვისგან ხმოვანდება ეს ამბავი ამგვარად ცრუ სახით. ეს უნდა დაიმახსოვროს ყველა ადამიანმა, რომელიც ზუსტად ამის წინააღმდეგ ილაშქრებს. ორ ფეხზე მყარად და ამაყად ვიდგებით და ისე ვიბრძოლებთ ჩვენი ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობისთვის. ეს დაიმახსოვრეთ და ამის წინააღმდეგ წასვლა ისჯება ქართული საზოგადოების მიერ თავისი სწორი დამოკიდებულებით ამის ავტორების მიმართ, ვინც ამის წინააღმდეგ წავა.“- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სემეკის წევრი: ენგურჰესზე მიმდინარეობდა დაგეგმილი ტესტირება, მოხდა სისტემის სრულად გათიშვა
"საქართველოში იმყოფება კანონიერი საფუძვლის გარეშე" - შსს უნგრელი ჟურნალისტის დაკავებაზე
მოქალაქეები ისევ დენის გათიშვის შესახებ იუწყებიან
ბათუმში ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics