|
2023-03-06 02:13:09, 1779 ნახვა
ეკონომიკა
დოლარისა და ევროს ახალი კურსები
ლარის კურსი დოლართან მიმართებაში კვლავ განაგრძობს გამყარებას. დღეის მდგომარეობით 1 დოლარის ფასი არის 2.606. 1 კვირის წინ დოლარის კურსი 2.635 იყო, ხოლო 3 თვისწინანდელ პერიოდს თუ შევადარებთ, 1 დოლარის ფასი 2.78 ლარს უდრიდა. თუ გსურს თვალი ადევნო დოლარის კურსის ცვლილებას, შეადარო სხვადასხვა პერიოდებს და გამოიყენო დოლარის კალკულატორი, გადადი ლინკზე და ეწვიე ვალუტის კურსის საიტს. ლარის კურსის ასეთი მკვეთრი გამყარება რამდენიმე ძირითადი ფაქტორით არის გამოწვეული:
რაც შეეხება ლარის კურსს ევროსთან მიამრთებაში, დღესდღეობით 1 ევრო უდრის 2.768 ლარს. 3 თვის წინ 1 ევროს ფასი 2,75 ლარი იყო, შემდეგ ლარმა დაიწყო ევროსთან მიმართებაში გაუფასურება და 2 თებერვალს 2.9-მდე მიაღწია. თუმცა ლარმა ეტაპობრივად დაიწყო გამყარება და მას შემდეგ ევროს ფასი უფრო და უფრო მცირდება, რამდენიმე გამონაკლისი დღის გარდა. გამომდინარე იქიდან, რომ გაზაფხულის დადგომასთან ერთად ტურისტული ნაკადებიც ეტაპობრივად მოიმატებს, მოსალოდნელია, რომ ლარი კვლავ გამყარდება დოლართან და ევროსთან მიმართებაში. განსაკუთრებით, ეს შეიძლება გამოიხატოს ზაფხულის პერიოდში, როდესაც ტურისტული ნაკადები საქართველოში პიკს აღწევს ხოლმე. რატომ არის მნიშვნელოვანი ძლიერი და სტაბილური ეროვნული ვალუტა?პირველ რიგში, სტაბილური ვალუტა ხელს უწყობს ეკონომიკურ ზრდას, რადგან იგი იზიდავს უვხოელ ინვესტორებს და ისინი უფრო თამამად იღებენ გადაწყვეტილებას ფულის დაბანდებაზე. ეს ლოგიკურია, რადგან ქვეყანაში, სადაც სტაბილური ვალუტაა, უფრო მარტივია ბიზნეს გათვლების გაკეთება და პოტენციური რისკები კი უფრო ნაკლებია. მეორეს მხრივ, სტაბილური ვალუტა მომხმარებლებს შესყიდვებზე გადაწყვეტილების მიღებას უადვილებს, რაც ხელს უწყობს მომხმარებლის ხარჯების გაზრდას. მყარი ეროვნული ვალუტა ასევე ხელს უწყობს ინფლაციის სტაბილურობას - მკვეთრი ინფლაცია საზიანოა ქვეყნის ეკონომიკისთვის, რადგან ის ამცირებს ფულის ღირებულებას და მსყიდველუნარიანობას. ვალუტის სტაბილურობა ასევე მნიშვნელოვანია ქართული კომპანიებისთვის, რომლებსაც ექსპორტზე გააქვთ პროდუქცია და საერთაშორისო ვაჭრობაში არიან ჩართულები. სტაბილური ვალუტა ბიზნესს უადვილებს პროდუქციისა და მომსახურების ფასის დადგენას და ფულადი ნაკადების მართვას.
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)