|
2023-03-04 18:14:12, 1742 ნახვა
ომი უკრაინაში
ევროპარლამენტის პრეზიდენტი - ვლადიმერ პუტინი პასუხისგებაში უნდა მიეცეს, ამის გარეშე მშვიდობა არ იქნება
ვლადიმერ პუტინი პასუხისგებაში უნდა მიეცეს, ამის გარეშე მშვიდობა არ იქნება, - ამის შესახებ ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ უკრაინაში, ლვოვში მიმდინარე "ერთობა სამართლიანობისთვის" გამართულ კონფერნციაზე განაცხადა. მისივე თქმით, როდესაც საუბარია მშვიდობა, ასევე უნდა ვისაუბროთ ანგარიშვალდებულებაზეც და ვინც ჩაიდინა დანაშაული, დანაშაულის აღმოჩენის შემთხვევაში უნდა ვიპოვოთ სამართლებრივი საშუალება დასასჯელად. "როდესაც ვსაუბრობთ მშვიდობაზე, უნდა ვისაუბროთ ანგარიშვალდებულებაზეც. ვინც პასუხისმგებელია ამ დანაშაულებზე, უნდა დაისაჯოს. ეს ნიშნავს, რომ თუ ჩვენ ვიპოვით იურისდიქციას აგრესიის დანაშაულისთვის, მაშინ უნდა ვიპოვოთ სამართლებრივი საშუალებები ამის გასაკეთებლად. უნდა დავრწმუნდეთ, რომ გვაქვს მექანიზმები, უპირველესად მტკიცებულებების შეგროვებისთვის, შემდეგ კი მათი სისხლის სამართლებრივი დევნისთვის. საჭიროა სპეციალური ტრიბუნალის შექმნა, უკვე აღარ დგას საკითხი, როგორ, არამედ ეს უბრალოდ დროის საქმეა. საუბარია პასუხისმგებელი პირების, მათ შორის ვლადიმერ პუტინის პასუხისგებაში მიცემაზე, ამის გარეშე მშვიდობა არ გვექნება", - განაცხადა მეცოლამ.
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)