|
2023-03-04 14:22:33, 1688 ნახვა
ომი უკრაინაში
ევროკომისიის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკის უკრაინის ქალაქ ლვოვში შეხვდა
ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა უკრაინის ქალაქ ლვოვში უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა. შეხვედრისას ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა მეცოლას ომის პირველივე დღიდან გაწეული დახმარებისთვის. მან დასძინა, რომ უკრაინის მიზანია, რაც შეიძლება მალე დასრულდეს ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულება და ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები მიმდინარე წელს დაიწყოს. "მადლობას გიხდით, ამ საშინელი ომის პირველივე დღეებიდან უკრაინის მხარდაჭერაში თქვენი ლიდერობისა და ევროპარლამენტის მიერ მიღებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებისთვის. კერძოდ, გასული წლის პირველ მარტს, ევროკავშირის წევრობისთვის ჩვენი განაცხადის შეტანიდან მეორე დღეს, ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია უკრაინის ევროკავშირში წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მხარდაჭერისა და აუცილებლობის შესახებ. უკრაინის მიზანია, რაც შეიძლება მალე დაასრულოს ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულება და ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები უკვე მიმდინარე წელს დაიწყოს", - წერს ზელენსკი."
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)