23:55 - 05 Aug, 2026
|
2023-03-04 12:30:33, 1331 ნახვა
სამართალი
ნეაპოლში ხვიჩა კვარაცხელიას საგულშემატკივროდ მისული ქართველი დააკავეს, საბერძნეთს მასზე 2012 წლიდან ძებნა ჰქონდა გამოცხადებული
ნეაპოლის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს ძებნილი ქართველი, რომელზეც საბერძნეთს 2012 წლიდან საერთაშორისო ძებნა ჰქონდა გამოცხადებული. ამის შესახებ ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, 38 წლის ი.ნ., რომელსაც საბერძნეთში ორი ადამიანის მკვლელობის მცდელობისთვის 10-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი, ნეაპოლში თბილისიდან ჩარტერული რეისით ჩაფრინდა, რათა ქართველი ფეხბურთელის ხვიჩა კვარაცხელიას თამაშზე დასწრებულიყო. "ნ.ი. 38 წლის ქართველი, კაპოდიჩინოს საჰაერო სასაზღვრო პოლიციის ოფისმა ევროპული დაპატიმრების ორდერის აღსრულების მიზნით დააკავა, საბერძნეთის სასამართლოს მიერ 2012 წლის ოქტომბერში გამოტანილი აღმასრულებელი სასჯელი 10 წლით თავისუფლების აღკვეთა - მიესაჯა მკვლელობის მცდელობისთვის",- წერს იტალიური მედია.
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)