00:50 - 06 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-03 22:47:43, 795 ნახვა

ჯუანშერ ბურჭულაძე - ყველაზე თვალსაჩინო პროექტი ჯარისკაცების ბინებით უზრუნველყოფაა

ჯარისკაცების ბინებით უზრუნველყოფა მახათას მთაზე პრემიერ-მინისტრის თავდაცვის მინისტრობის პერიოდში დაიწყო. ბინები ათასზე მეტ სამხედროს გადაეცემა. დავასრულეთ ტერიტორიის მოპირკეთება და ვფიქრობთ, ჩვენ მიმდინარე წლის გაზაფხულზე გადავცემთ სამხედროებს ბინებს, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა ტელეკომპანია "იმედის" ეთერში სტუმრობისას.

ჯუანშერ ბურჭულაძემ დაკანონების პროექტზე და და ჯარისკაცების სოციალური პირობების გაუმჯობესებაზე ისაუბრა.

"უნდა აღინიშნოს დაკანონების პროექტი, რომელიც წლების განმავლობაში გადაუჭრელი პრობლემა იყო. ჩვენ ეს პრობლემაც გადავჭერით - დაახლოებით 1500-მა მოქმედმა და ყოფილმა სამხედრო მოსამსახურემ დაიკანონა მათ მფლობელობაში არსებული ფაქტობრივი ფართები და რა თქმა უნდა, ესეც არის სოციალური დამოკიდებულების ნაწილი. შარშან ჩვენ 20%-ით გავუზარდეთ ანაზღაურება თითოეულ სამხედრო მოსამსახურეს. წელს იანვრიდან უკლებლივ ყველა სამხედრო მოსამსახურეს დამატებით, კიდევ 20%-ით გაეზარდა ანაზღაურება. ქვეყნის ეკონომიკა მოგვცემს საშუალებას, რომ გავაგრძელოთ ეს ტენდენცია და რა თქმა უნდა, ზრუნვას ჩვენ სამხედროებზე არ შევწყვეტთ", - აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
გიგა ავალიანის საქმეზე ანასტასია ბერუაშვილსაც აკავებენ
გიგა ავალიანის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი ნია იმნაძე დააკავეს
სუს: ვრცელდებოდა ინფორმაცია, თითქოს საქართველოს მოქალაქეები რუს ტურისტებს ტყეში ტოვებდნენ
სემეკის წევრი: ენგურჰესზე მიმდინარეობდა დაგეგმილი ტესტირება, მოხდა სისტემის სრულად გათიშვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics