|
2023-03-03 21:50:24, 1366 ნახვა
სამართალი
თბილისის საქალაქო სასამართლოში, 2 აპრილს დაკავებული აქციის მონაწილეების სასამართლო პროცესი დაიწყო
თბილისის საქალაქო სასამართლოში, 2 აპრილს რუსთაველის გამზირზე დაკავებული აქციის მონაწილეების სასამართლო პროცესი დაიწყო. საგამოძიებო უწყება დაკავებულებს წვრილმან ხულიგნობას და სამართალდამცავების დაუმორჩილებლობას ედავება. მოსამართლე ვალერიან გაფრინდაშვილი დღეს 7 დაკავებულის საქმეს განიხილავს, როგორც ცნობილია სასამართლომ ხელწერილის საფუძველზე რამდენიმე აქციის მონაწილე გაათავისუფლა, ხოლო ორი დაკავებული მოქალაქის სასამართლო პროცესი 10 დღით გადაიდო. შეგახსენებთ, გუშინ, 2 მარტს რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე პოლიციამ პროტესტისთვის 36 პირი დააკავა. ამასთან ერთად, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა 2023 წლის 2 მარტს, ქ. თბილისში, საქართველოს პარლამენტის შენობის მიმდებარედ გამართული საპროტესტო აქციის მონაწილეების მიმართ განხორციელებული სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით შესაძლო გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)