|
2023-03-03 18:15:34, 1689 ნახვა
ომი უკრაინაში
პრიგოჟინი ზელენსკის - „ვაგნერის“ ქვედანაყოფებმა ალყა შემოარტყეს ბახმუტს, მიეცით ჯარისკაცებს საშუალება დატოვონ ქალაქი
ძვირფასო ვოლოდიმირ ოლეკსანდროვიჩ, „ვაგნერის“ ქვედანაყოფებმა პრაქტიკულად ალყა შემოარტყეს ბახმუტს, მიეცით საშუალება ჯარისკაცებს დატოვონ ქალაქი, - ამის შესახებ კერძო სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერის“ დამფუძნებელმა, ევგენი პრიგოჟინმა განაცხადა. მისივე თქმით, თუ მას აქამდე პროფესიონალ უკრაინულ არმიასთან უწევდა ბრძოლა, ახლა სიტუაცია სხვაგვარია და ბრძოლის ველზე, ბევრი მოხუცი და ბავშვი შეინიშნება, რომელთა სიცოცხლეც ბახმუტთან ხანმოკლე იქნება. „მივმართავ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის. ძვირფასო ვოლოდიმირ ოლეკსანდროვიჩ, ვაგნერის ქვედანაყოფებმა პრაქტიკულად ალყა შემოარტყეს ბახმუტს. დარჩენილია მხოლოდ ერთი გზა. თუ ადრე ჩვენთან პროფესიონალი უკრაინული არმია იბრძოდა. დღეს სულ უფრო მეტ მოხუცებსა და ბავშვებს ვხვდებით. ისინი იბრძვიან, მაგრამ მათი სიცოცხლე ბახმუტთან მოკლეა. ერთი-ორი დღე. მიეცით მათ საშუალება, დატოვონ ქალაქი. ქალაქი პრაქტიკულად ალყაშია", - განაცხადა პრიგოჟინმა.
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)