2023-03-03 12:38:38, 739 ნახვა
საზოგადოება
თავდაცვის მინისტრმა მრავალშვილიან დედებს დედის დღე მიულოცა
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ და თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა უწყებაში დასაქმებულ მრავალშვილიან ქალებს დედის დღე მიულოცეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, ჯუანშერ ბურჭულაძემ თავდაცვის სამინისტროს „არმიჰოლში“ შეკრებილ 4 და მეტი შვილის დედებს წარმატებები უსურვა და საჩუქრები გადასცა.
უწყების ცნობითვე, მრავალშვილიანმა დედებმა თავდაცვის მინისტრისგან ყვავილების თაიგულები და სავაჭრო ცენტრის ძვირადღირებული სასაჩუქრე ვაუჩერები მიიღეს.
ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),